მხატვრობა მშვიდობის სიმბოლო: როდის და ვინ შექმნა ცნობილი „მშვიდობის მტრედი“ 2022, 26 მარტი, 19:43 უძველესი დროიდან მტრედი მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება. ჯერ კიდევ ბიბლიაში (ძველ აღთქმაში) აღწერილია სცენა, სადაც ნოე სწორედ ამ ფრინველს კიდობნიდან ათავისუფლებს. ასე სურდა დარწმუნებულიყო, რომ დიდი წარღვნა დასრულდა. როცა წყლის დონე შემცირდა, ნოემ ჩიტს ფანჯარა 3-ჯერ გაუღო. პირველად მტრედმა მიწა ვერ დაინახა და დაბრუნდა. მეორედ ზეთისხილის ტოტი მოუტანა. მესამედ ფრინველი არ დაბრუნებულა. ასე ნოემ დაასკვნა, რომ ჩიტმა საცხოვრებლად ხმელეთზე ადგილი იპოვა. იმ უძველესი დროიდან მტრედი ადამიანის და ღმერთის შერიგების ნიშანი გახდა.
საყოველთაო აღიარება
ამ სიმბოლომ აღიარება მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე მიიღო. ემბლემა პაბლო პიკასომ დახატა და მსოფლიო მშვიდობის კონგრესზე წარადგინა, რომელიც 1949 წელს პრაღასა და პარიზში გაიმართა.
ემბლემის გამოჩენა პაბლო პიკასოს მიერ დახატული პირველი სურათი მშვიდობის სტანდარტულ ემბლემას არ ჰგავდა. ანტი მატისის მიერ ნაჩუქარი ნატურალისტური ნახატიდან პიკასომ მტრედი ნისკარტში ტოტის გარეშე დახატა. თან მტრედი მიწაზე იდგა და არ დაფრინავდა. ერთ–ერთი ვერსიით, ემბლემის კლასიკური და ჩვეული გამოსახულება პოეტმა ლუი არაგონმა აირჩია. პიკასოს შეყვარებულის, ფრანსუაზა ჟილოს მემუარების მიხედვით, არაგონმა მხატვრის საქაღალდე უახლესი ლითოგრაფიებით დაათვალიერა. სწორედ აქ დაინახა მტრედი და პაბლოს კონგრესის სიმბოლოდ მისი გამოყენება შესთავაზა. პიკასო დათანხმდა და უკვე დღის ბოლოს პარიზის კედლებზე პლაკატები მტრედის გამოსახულებით გამოჩნდა. მოგვიანებით, ემბლემამ, როგორც მშვიდობის დამცველმა, მთელი მსოფლიო მოიარა. სხვათა შორის, კონგრესის წინა დღეს ფრანსუაზას და პაბლოს ქალიშვილი შეეძინათ. შეყვარებულმა შესაფერისი სახელი საკმაოდ სწრაფად შეარჩია. მათ გადაწყვიტეს გოგონასთვის დაერქვათ პალომა, რაც ესპანურიდან ითარგმნება, როგორც „მტრედი“. სხვა ვარიანტები მოგვიანებით, პაბლო პიკასომ მშვიდობის მტრედის ბევრი სხვა ნახატი დახატა. პაბლომ დახატა ჩიტი ნისკარტში ტოტით, ცისარტყელაზე გადაფრენინსას და კუბურ სტილში. მოტივი რეგულარულად იცვლებოდა და ვითარდებოდა. საბოლოოდ, მშვიდობის ლაკონური ემბლემა გახდა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა 2. 6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა 3. ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს 4. ამ 26 ნახატის შემხედვარე ჩემი ტვინი 26-ჯერ იმეორებს: ეს შეუძლებელია! 5. სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც ავტოპორტრეტებს ხატავდა, მაგრამ ფოტოების გადაღება არ უყვარდა 6. სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს 229 შეფასება არ არის |