15 საოცარი სახლი, რომელიც რეალურად არსებობს და მილიონერების მიერ აშენებული, ყველაზე სულელური სახლები
ადამიანისთვის საკუთარი სახლის გაფორმება, ბუნებრივია... ვიღაც რემონტით და თანამედროვე ინტერიერის ნივთებით იფარგლება, ვიღაც არქიტექტურულ სიგიჟეში "ვარდება" და სახლს კი არა, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს აშენებს...
უჩვეულო შენობები მთელ მსოფლიოში გვხვდება, რომლებიც ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს და ტურისტებს იზიდავს. ამ სახლების მფლობელები, როგორც ჩანს, სწორედ ასეთ ეფექტს იმედოვნებდნენ, რადგან საყოველთაო ყურადღებით, სიამოვნებით ტკბებიან.
სახლი საფრანგეთში, რომელიც პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლის იმიტაციას წარმოადგენს
ვიწრო სახლი სამხრეთ აფრიკაში, რომლის სიგანე 3, 3 მ–ია
უჩინარი სახლი შვეიცარიაში
წითელი სახლი პორტუგალიაში — შესანიშნავი საორტიენტაციო წერტილი ადგილობრივების და ვიზიტორებისთვის
ზღაპრული სახლი – გირჩი, კალიფორნიაში
მომწვანო–მოვარდისფრო რეზიდენცია, შვეიცარიის ალპურ სოფელში
კუბური სახლები როტერდამში — საყვარელი ტურისტული ღირსშესანიშნაობა
მრუდი სახლი პოლონეთში
სახლი–თვითმფრინავი, ორეგონის შტატის ტყეში (აშშ)
ბიოკლიმატური სახლი, რომელიც ტემპერატურას სპეციალური ფანჯრები არეგულირებს. მდებარეობს სტრასბურგში
არატიპიური სახლების უმრავლესობის მშენებლობა, კერძო არქიტექტურის განვითარების წყალობით მოხდა. ეს არქიტექტურის განსაკუთრებული მიმართულებაა, რომელიც სამშენებლო სფეროში, ექსპერიმენტებს და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს არ ერიდება. ამ ბოლო დროს კი, ქალაქის გალამაზების და ტურისტების მიზიდვის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები, კრეატიულ არქიტექტორებს სულ უფრო ხშირად მიმართავენ.
კალათის ფორმის შენობა — Longaberger Basket კომპანიის ოფისი ოჰაიოში (აშშ)
კანზას-სიტის ბიბლიოთეკა — ორიგინალურია გარედან და შიგნით
Grand Lisboa — 260 მ. სიმაღლის კაზინო და სასტუმრო (მაკაო, ჩინეთი)
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ვენაში — «სახლის თავდასხმა» (House Attack)
მყუდრო სახლი ზამთრის არდადეგებისთვის, ნორვეგიაში
და აქვე გთავაზობთ სახლების ფოტოებს, რუბრიკიდან — «არ იციან ფული რაში დახარჯონ», ანუ მილიონერების მიერ აშენებული, სულელური ნაგებობები:
«ქათმის ეკლესია» ინდონეზიის ჯუნგლებში
ინდონეზიის ჯუნგლების სიღრმეში, ქათმის ფორმის, გიგანტური, ძალიან უცნაური ნაგებობა მდებარეობს. 67 წ. მილიონერი დანიელ ალამსია ჯაკარტაში მუშაობდა, როდესაც, მოულოდნელად, «ღმერთისაგან მიიღო შეტყობინება», მტრედის ფორმის, სალოცავი ოთახის აშენების შესახებ. ადგილობრივებისგან მიწის ყიდვის შემდეგ, მან ააშენა… ქათამი, რომელსაც ყველა რელიგიის ტაძარი დაარქვეს. ამჟამად, ნაგებობა მიტოვებულია, რადგან მისი მოვლის ფონდი, როგორც ჩანს, ამოიწურა.
სახლი–ფეხსაცმელი
1948 წ. პოლკოვნიკმა მაჰლონ მ. ჰეინსმა, იორკში (პენსილვანიის შტატი, აშშ) მსოფლიოში ყველაზე უცნაური სახლი ააშენა. ლეგენდის თანახმად, ჰეინსმა არქიტექტორს ძველი ფეხსაცმელი გადასცა და მისი მსგავსი სახლის პროექტის შექმნა დაავალა.
ვილა ცათამბჯენის სახურავზე
ექსცენტრული მილიონერმა ჩჟან ბიჩინმა პეკინში, საკუთარ ცათამბჯენზე, მთა და ვილა ააშენა… მშენებლობა 6 წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მაგრამ, ადგილობრივების არაერთი საჩივრის გამო, მას მთელი ამ «სილამაზის» დანგრევა მოუწია.