სხვა უცნაური სახლი. მის წინ ჩამვლელები პირჯვარს იწერენ, ხოლო ადგილობრივები ღამე გარეთ გასვლას ერიდებიან 2017, 17 ნოემბერი, 10:23
ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, განსხვავებული სახლი, ქ. რატომკაშია (მინსკის ოლქი, ბელორუსი). შორიდან დანარჩენი ნაგებობებისგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ საკმარისია ახლოს მიხვიდეთ, რომ... თმა შეიძლება ყალყზე დაგიდგეთ, ხოლო ტანზე ჭინჭრის დასუსხვას ან ჭიანჭველების სირბილს იგრძნობთ. სახლის ფასადის მთელს პერიმეტრზე, სახურავზე და ღობეზეც კი, – ყველგან თავის ქალები, ძვლები და ეშმაკის გამოსახულებებია. ეს სულისშემძვრელი სიმბოლოები მოსვენებას არ აძლევს ადგილობრივებს. ზოგი ფოტოებს უღებს უცნაურ სახლს, ხოლო სხვებს, ეშინიათ და შებინდების შემდეგ, ქუჩაში არ გამოდიან. მზის ჩასვლის შემდეგ, სახლის გარე განათება ირთვება, ეშმაკების ქამდაკებების თვალებში ჩამონტაჟებული ნათურები ინთება და სახლი ბევრად უფრო საშიში და პირქუში ხდება. მეზობლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ქალაქის ადმინისტრაციაში საჩივარის შეიტანეს, მაგრამ ხელისუფლება უძლურია, როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: «მიცვალებულთა იმპერიაში» ცოცხალი ადამიანები ცხოვრობენ კუნძულ როსის საშინელი ისტორია უჩვეულო მოვლენა, რომლის შემთხვევითი მოწმეები, მეზღვაურები გახდნენ «კუბო–სახლები», რომლებშიც ათასობით ადამიანი ცხოვრობს 585 8-ს მოსწონს
|