x
image
ალექსანდრე ლექსო
შეიქმნა კიბოს უჯრედების აღმომჩენი მოწყობილობა

მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენა.
image
შეიქმნა მრგვალ ჭიებზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების აღმოჩენა. Phys.org-ის ცნობით, კვლევის შედეგები ამერიკის ქიმიის საზოგადოების (ACS) შეხვედრაზე იქნა წარმოდგენილი.


უფრო ადრეულმა კვლევებმა დაადასტურა ზოგიერთი ძაღლის უნარი, აღმოაჩინოს კიბოს სხვადასხვა სახეობა ადამიანის სისხლში და შარდის ნიმუშებში ყნოსვის გამოყენებით. მეცნიერთა ახალმა ნაშრომმა იგივე უნარი გამოავლინა სხვა ცოცხალ არსებებშიც - პაწაწინა (დაახლოებით ერთი მილიმეტრის სიგრძის) მრგვალ ჭიებში C. elegans, რომლებიც სპეციფიურ სუნს მიყვებიან და მიდიან კიბოს უჯრედებისკენ. ექსპერტებმა მრგვალი ჭიების ეს უნარი გამოიყენეს ახალი მოწყობილობის შექმნისას, რომელსაც შეუძლია კიბოს ადრეულ სტადიებზე არაინვაზიურად დიაგნოსტიკა.

მათ დაამზადეს ჩიპი პოლიდიმეთილსილოქსან ელასტომერისგან, რომელსაც ჰქონდა ხვრელები ყველა მხრიდან, და არხებით იყო დაკავშირებული ცენტრალურ კამერასთან, სადაც ჭიები იყო განთავსებული. ჩიპის ერთ ბოლოში მათ დაამატეს ფილტვის კიბოს უჯრედების ხსნარის წვეთი, ხოლო მეორე ბოლოში ფილტვის ჯანსაღი ფიბრობლასტების ნიმუშები. ერთი საათის შემდეგ მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ჭიების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებდა მხარეს სიმსივნური უჯრედებით.

მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი მოწყობილობა შემთხვევათა დაახლოებით 70 პროცენტში კიბოს აღმოაჩენს. შემდგომში, ბიოლოგები გეგმავენ გააუმჯობესონ ამ ტესტის სიზუსტე და მგრძნობელობა ჭიების ვარჯიშისა და შერჩევის გზით. გარდა ამისა, გეგმავენ ამ მეთოდის გამოცდას კიბოს რამდენიმე სახეობაზე, აგრეთვე ამისათვის აპირებენ გამოიყენონ ადამიანის შარდი, ნერწყვი და აეროზოლი, რომელიც სუნთქვის დროს წარმოიქმნება.




კიბოს რამდენიმე სახეობაზე, აგრეთვე ამისათვის აპირებენ გამოიყენონ ადამიანის შარდი, ნერწყვი და აეროზოლი, რომელიც სუნთქვის დროს წარმოიქმნება.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0