x
image
ალექსანდრე ლექსო
როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე 40 წლის შემდეგ
ამერიკელმა ექიმმა ჯერი ბეილიმ ისაუბრა მავნე ჩვევებზე, რომლებიც 40 წლის შემდეგ უნდა მიატოვოთ და ასევე გვირჩია, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მის რეკომენდაციებს აქვეყნებს Eat This, Not That! (ETNT).
უპირველეს ყოვლისა, ბეილი თვლის, რომ საშუალო ასაკის ადამიანებს რეგულარული ვარჯიში სჭირდებათ. „ვარჯიშის შეწყვეტა იმის გამო, რომ ძალიან დაკავებული ხარ, მთავარი გზაა დაბერების დასაჩქარებლად და ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარის შესამცირებლად“, - მიიჩნევს ექსპერტი. გარდა ამისა, ბეილიმ თქვა, რომ ვარჯიში ქალებში მენოპაუზის და მამაკაცებში ნაყოფიერების დაქვეითების შეჩერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ვარჯიში ხელს უწყობს კარგ დონეზე შევინარჩუნოთ კუნთოვანი მასა და ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას.
image

ბეილი ასევე ურჩევს 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს რეგულარულად შეასრულონ დაჭიმვითი ვარჯიშები. ეს თავიდან გვაცილებს ზურგისა და სახსრების ტკივილს და ზოგადად შებოჭილობას.

ბეილის თქმით, ასევე თავი უნდა შევიკავოთ ნახევარფაბრიკატებისა და ნებისმიერი ქარხნული პროდუქტისაგან. მათში შემავალი შაქარი, ხელოვნური დამატკბობლები და კონსერვანტები ტვირთად აწვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და განსაკუთრებით პანკრეასს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ქრზონიკული დაავადების განვითარება. გარდა ამისა, ასეთ პროდუქტებს შეუძლიათ დიაბეტის განვითარების პროვოცირება.


ბეილი ასევე გვირჩევს ალკოჰოლზე უარის თქმას. „ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ ალკოჰოლის ხანდახან დალევა შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ მისი სისტემატური გამოყენება ჯანმრთელობის პრობლემების გარდა არაფერს მოიტანს“, - დარწმუნებულია ექიმი. ალკოჰოლისაგან თავის შეკავება ხელს შეუწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, ორგანიზმში ანთებითი პროცესების ინტენსივობის შემცირებას და დადებითად იმოქმედებს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებზე.

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0