სიახლეები ილონ მასკი გახარებულია - "ტესლამ" გერმანიაში ქარხანა გახსნა 2022, 23 მარტი, 15:32 ახლა Tesla-ს სამი მოქმედი ქარხანა აქვს : აშშ-ში, ჩინეთში და ბერლინის გარეუბანში. ადრე ნიდერლანდებშიც იყო ქარხანა, მაგრამ იქ მხოლოდ აწყობა ხორციელდებოდა და ის 2021 წელს დაიხურა.
ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ესწრებოდნენ. ამ უკანასკნელმა ცერემონიის დროს არაერთხელ წაუცეკვა კიდეც.
გერმანული ქარხანა გათვლილია წელიწადში 500 000 ელექტრომობილის საპროექტო სიმძლავრეზე. ის ასევე დაამზადებს აკუმულატორებს. ჯამში აქ 12000 ადამიანი იმუშავებს. საწარმო თავის საპროექტო სიმძლავრეს 2025 წლისთვის მიაღწევს. წელის კი 54 000 მანქანას დაამზადებს. ქარხანაში ამჟამად 4000 თანამშრომელი მუშაობს. ტესლამ გერმანიის ქარხნის მშენებლობაში 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. როდესაც ტესლამ ექვსი წლის წინ გამოაცხადა ევროპაში გიგაქარხნის აშენების შესახებ, ქვეყნებმა დაიწყეს კონკურენცია ასეთი პროექტის მიღების უფლებისთვის. კონკურენცია დიდი იყო, ძირითადად 9 ქვეყანა აქტიურობდა. ბოლოს გერმანიამ გაიმარჯვა. გაჭიანურდა გარემოსდამცველებთან შეთანხმება, თავად ქარხნის მშენებლობას და აღჭურვას კი მხოლოდ წელიწადნახევარი დასჭირდა. პირველი მოდელი, რომელიც გერმანულ კონვეიერიდან გამოვიდა, იყო კროსოვერი Tesla Model Y . Gigafactory Berlin-ში წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვები სრულად აპრილში დაიწყება. იმავდროულად, ეკონომიკური პირობების შეცვლამ აიძულა ტესლა ორჯერ გაეზარდა ფასები მარტის განმავლობაში. Tesla-ს ბრენდის ამერიკულ და ჩინურ საიტებზე ყველა მოდელი გაძვირდა. ფასების ბოლო ზრდა გასულ კვირას, იყო 5-10% აშშ-ში და 5% ჩინეთში ადგილობრივი წარმოების მოდელებზე (Model 3 და Model Y), იუწყება Reuters. მიზეზი ის არის, რომ მანქანებში გამოყენებული ლითონების ფასები უცბად გაიზარდა. მათ შორის, ალუმინის, რითაც მზადდება ტესლას კორპუსები. გარდა ამისა, გაძვირდა პალადიუმი, რომელიც გამოიყენება კატალიზურ გადამყვანებში, ასევე ნიკელი და ლითიუმი, რომლებიც ელექტრო მანქანების ბატარეებს კვებავს. წარმოებისთვის სხვადასხვა კომპონენტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ახლა თითქმის ყველა გლობალურ ავტომწარმოებელს აწუხებს. ტესლა თავისებურად გამოდის სიტუაციიდან. მას აქვს დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვი და მოახერხა "მილიონობით ევროს ღირებულების" ალუმინის შეძენა რუსული ალუმინის გიგანტი Rusal-ისგან, იტყობინება ბიზნეს გამოცემა CNBC ორშაბათს, 14 მარტს, შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით 104 შეფასება არ არის
|