დიეტოლოგმა, ლუიზ უაისმანმა გვირჩია საკვები, რომელიც მუცლის ცხიმის მოცილებას უწყობს ხელს.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მუცლის ცხიმი იწვევს ცილების გამოყოფას, რომლებიც ავიწროებენ სისხლძარღვებს, რაც ზრდის არტერიულ წნევას. ასევე, ხშირად იწვევს დიაბეტის განვითარებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.
მუცლის ცხიმის მოსაშორებლად ექსპერტი გვირჩევს, მივიღოთ მარცვლეულისგან მომზადებული საჭმელი. მაგალითად შვრიის, ჭვავის, ბულღურეულის და ყავისფერი ბრინჯისაგან.