საზოგადოება “ვაი, მიშაა, ვერ გადამირჩები, გრიგოლ ვაშაძესთვის რომ ხმა მაქვს მიცემული”– ნანუკა ჟორჟოლიანი 2022, 22 მარტი, 16:30 “ვაიი, მიშააა, მაქედან რომ გამოხვალ ვერ გადამირჩები, გრიგოლ ვაშაძესთვის რომ ხმა მაქვს მიცემული”– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. ამის მიზეზი კი გახდა ვაშაძის განცხადება, რომელმაც საქართველო ხელისუფლების ნაბიჯები დადებითად შეაფასა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა. "ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი; ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას დაუჭირა მხარი; დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ხო იდიოტიზმია? გააკეთა, შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისთვის უნდა გვქონდეს იმდენი ინფორმაცია, რაც აქვს ხელისუფლებას, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილოები არიან, ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია”– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “აჭარის ტელევიზიის” ეთერში, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას. 288 შეფასება არ არის
|