საზოგადოება ბავშვი ოთხი ხელით და ოთხი ფეხით, რომელიც ინდოეთში დაიბადა 2022, 22 მარტი, 9:49 ინდოელ ქალს შეეძინა ბავშვი, რომელსაც ჩვეულებრივი კიდურების ნაცვლად, მკერდზე და მუცელზე დამატებით ორი ხელი და ორი ფეხი აქვს. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ბავშვი უკვე ინდოეთის მორიგ ღვთაებად შერაცხეს.
ანომალიური ბავშვი 2022 წლის 17 იანვარს დაიბადა აღმოსავლეთ ინდოეთში, სადარის საავადმყოფოში. ბავშვის სქესი არ ხმაურდება. გამოქვეყნდა საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ფოტოები: ბავშვი დედას კალთაში უწევს, გარშემო კი გაოცებული ადამიანებია. სავარაუდოდ, ეს ანომალია ფეხმძიმობის ადრეულ ასაკში, ტყუპების არასწორი განვითარების გამო ჩამოყალიბდა. შედეგად ერთი ბავშვის სხეული მეორე ბავშვის სხეულის მიერ იქნა ნაწილობრივ "მითვისებული". ადრე ინდოეთში არაერთხელ დაბადებულან მსგავსი ბავშვები და ბევრი მაშინაც ღვთაებების განსახიერებად ჩათვალეს. საბედნიეროდ, დღეს მსგავსი ანომალიების ლიკვიდირება სწრაფად შეიძლება, ოპერატიული მეთოდის გამოყენებით. თუმცა მასმედიაში არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, ჩაუტარებენ თუ არა ასეთ ოპერაციას ამ ბავშვს. თვალი გადაავლეთ:ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით ცენტრი, სადაც მამაკაცებს ფეხმძიმობის და მშობიარობის ყველა სირთულეების გამოცდას სთავაზობენ ომის სახე ანუ კონტრასტული კადრები სხვადასხვა სამყაროდან "კოკაინის" დათვის საოცარი ისტორია ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა ტატუს წარუმატებელი "ხელოვნების ნიმუშები" მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა და მისი რჩეული რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო) ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს 224 3-ს მოსწონს
|