x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 რამ, რაც შუა საუკუნეებში ადამიანის სტატუსს განსაზღვრავდა

შუა საუკუნეებში, ადამიანის მიზანი იგივე იყო, მხოლოდ საშუალებები შეიცვალა... აქ ზოგიერთ ნივთს წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენ, შეიძლება, სასაცილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ, იმ ეპოქაში, ის მფლობელის სტატუსს განსაზღვრავდა.


image


ანანასი
XVII–XVIII სს. ეგზოტიკური ხილი ისე ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც ახლა და ამიტომ, ძალიან ძვირი ღირდა. ყველაზე უჩვეულოდ კი, ანანასი ითვლებოდა. მას არც კი მიირთმევდნენ... და უბრალოდ, სხვებს აჩვენებდნენ. ხშირად, საკუთარი სტატუსის საჩვენებლად, ანანასს სუფრისთვის, ქირაობდნენ კიდეც.


ჭადრაკი
საზოგადოებაში მაღალი პოზიციის დაკავების კიდევ ერთ სიმბოლოდ, ჭადრაკი ითვლებოდა. ეს თამაში დიდ თავისუფალ დროს მოითხოვდა და იმის გამო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, გათენებიდან — დაღამებამდე, მუშაობდა, საკუთარი თავისთვის ჭადრაკის თამაშის უფლების მიცემა მხოლოდ იმ ადამიანს შეეძლო, ვინც თავს შრომით დიდად არ იტვირთავდა.


პულენებიimage


საფრანგეთში ფილიპ IV ლამაზის მმართველობის დროს, არისტოკრატები პულენებს (ფრ. poulaine, souliers a la poulaine, რაც სიტყვასიტყვით, როგორც «პოლონური მოდის ფეხსაცმელი» ითარგმნება) ატარებდნენ — ეს ფეხსაცმელი იყო, წარმოუდგენლად დიდი (სტანდარტი 60 სმ.) წვერებით. ასე, XIV საუკუნეში, დიდგვაროვნები იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ მათ ფიზიკურ შრომასთან საერთო არაფერი ჰქონდთ. ხოლო, სიარულის დროს, დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად, ფეხსაცმლის წვერებს ფეხზე წვრილი თოკებით იბამდნენ.


ქოხი განდეგილისთვის
სასახლის ან მამულის ტერიტორიაზე მდებარე ქოხი, რომელშიც შეიძლებოდა განდეგილი დასახლებულიყო, მხოლოდ მაღალი პოზიციის სიმბოლოდ კი არა, დიდი ინტელექტის მაჩვენებლადაც ითვლებოდა. მისი პატრონი ამგვარად, საკუთარი სტატუსის და განსწავლულობის დემონსტრირებას ახდენდა — იგულისხმებოდა რომ, ის თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს, უხუცესთან ბრძნულ საუბრებში ატარებდა.


შაქარი
იმ ეპოქაში, შაქარიც სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა. დიდგვაროვნები ხშირად, საკუთარი სტატუსის და სიმდიდრის დემონსტრირებისთვის, შაქრის ქანდაკებებსაც კი უკვეთავდნენ.


image


imageimageimageimage




0
614
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0