სიახლეები რა მოსდის ჩვენს ტვინს სიკვდილის შემდეგ? 2022, 20 მარტი, 0:54
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ იმის გაგებას, თუ რა ემართება ადამიანს სიკვდილის მომენტში და მის შემდეგ.
პასუხი კითხვაზე „არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ ბევრს აწუხებს. ინტერესს იწვევს მრავალი გამოცდილება - იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც განიცადეს კლინიკური სიკვდილი და გადარჩნენ. მეცნიერები ამ ისტორიებს უყურადღებოდ არ ტოვებენ და ცდილობენ შეისწავლონ რა ხდება სხეულსა და ტვინში სიკვდილის დროს და მის შემდეგ. "სიკვდილამდე წამით ადრე" ყოველი მეათე პაციენტი, ვისაც სიცოცხლისათვის სერიოზული საფრთხე დაემუქრა - მაგალითად, ისინი, ვინც კომაში ჩავარდა ტვინის ტრავმული დაზიანების, უბედური შემთხვევის ან ოპერაციის დროს, გვიყვება თავისი განცდების შესახებ. სასიკვდილო გამოცდილების ფენომენს აქტიურად იკვლევენ - მეცნიერები ცდილობენ გაიგონ ამ შეგრძნებების ბუნება. იმ პაციენტების გამოკითხვამ, ვინც კომიდან გამოვიდა ან სიკვდილის პირას იყო აჩვენა, რომ მხოლოდ 27% მიიჩნევს ამ გამოცდილებას სასიამოვნოდ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულ შეგრძნებებია; დროის არანორმალურად სწრაფი გასვლა (87%), აზრების ხტუნვა (65%), უკიდურესად ნათელი შეგრძნებები (63%), საკუთარი სხეულიდან გამოსვლის შეგრძნება (53%). გარდა ამისა, იხსენებენ თავისუფლებისა და ეიფორიის განცდის შეგრძნებას, თითქოს ყველაფერს, რაც ხდებოდა გვერდიდან ხედავდნენ, მანათობელი გვირაბი, ასევე შეგრძნება, თითქოს მთელმა განვლილმა ცხოვრებამ ჩვენს თვალწინ გაიარა. ზოგიერთი მათგანი, ვინც გადაურჩა კლინიკურ სიკვდილს, ამტკიცებს, რომ მათ ვერაფერი ნახეს და ყველაფერი, რაც მოხდა, სიზმარივით იყო და მათ უბრალოდ გამოეღვიძათ. ზოგიერთი კი თვლის, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი ჰალუციაციებია, რაც გამოწვეულია ტვინში ჟანგბადის უკმარისობით გულის გაჩერების გამო. ენერგია ისევ აქ არის? ტვინის ელექტრული აქტივობა, რომელიც შედგება სხვადასხვა სიხშირის რხევებისგან, აღირიცხება ელექტროენცეფალოგრამის გამოყენებით - განასხვავებენ ალფა, ბეტა, გამა და სხვა რიტმებს. გონებრივი აქტივობისთვის, ძილისა და ტვინში მიმდინარე სხვა პროცესებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა სიხშირის რიტმები. ზოგიერთი დაკვირვება აჩვენებს, რომ გულის გაჩერების შემდეგ ტვინში შენარჩუნებულია კოგნიტური პროცესებისთვის დამახასიათებელი აქტივობა. სწორედ ეს იყო აღწერილი 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს - ტვინი მუშაობდა 30 წამის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ცხოველის გული შეჩერდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩაწერილი აქტივობა ტვინის სხვადასხვა ნაწილში ხდებოდა და უფრო მაღალი იყო, ვიდრე სიფხიზლის დროს. არანაკლებ გასაკვირია 2017 წელს გარდაცვლილი პაციენტის ამბავი. მას სიცოცხლეს ხელსაწყოების დახმარებით უნარჩუნებდნენ და მათი გამორთვის შემდეგ (სიკვდილი ექიმმა დაადასტურა), აპარატებმა ტვინის აქტივობა კიდევ 10 წუთის განმავლობაში აღრიცხეს. მსგავსი აქტივობები აქვს ადამიანს ღრმა ძილის დროს. "მთელი სიცოცხლე შენ თვალწინ" სიკვდილის შემდეგ სიცოცხლესთან დაკავშირებული ერთ-ერთი უახლესი დისკუსია გამოწვეულია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო, სადაც აღწერილი იყო შემთხვევა მათი პრაქტიკიდან. მათ მოახერხეს მომაკვდავი ადამიანის - 87 წლის მამაკაცის, რომელსაც ეპილეფსიით აწუხებდა ტვინის აქტივობის ჩაწერა. მორიგი შეტევის დროს მათ ჩაატარეს უწყვეტი ელექტროენცეფალოგრამა, რათა გაეგოთ შეტევების ბუნება. თუმცა, კვლევის მსვლელობისას პაციენტს გულის შეტევა დაემართა და მოულოდნელად გარდაიცვალა. ამან ექიმებს საშუალება მისცა ჩაეწერათ მომაკვდავი ტვინის აქტივობა - „ჩვენ ჩავწერეთ აქტივობა 900 წამის განმავლობაში სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ცვლილებებს, რომლებიც მოხდა გულის გაჩერებამდე 30 წამით ადრე და 30 წამის შემდეგ“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ამჟალ ზემარი ლუისვილის უნივერსიტეტიდან. მეცნიერებმა დააფიქსირეს ცვლილებები, რომლებიც ძირითადად შეეხო გამა და ალფა ტალღებს. მსგავსი ცვლილებები დაფიქსირდა ზემოთ განხილულ ვირთხების კვლევაშიც. ადამიანებში ეს ტალღები ასოცირდება, სხვა საკითხებთან ერთად, მოგონებებთან და, შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ სიკვდილამდე ადამიანმა მართლაც დაინახოს თავისებური „გამობრუნებები“ და მისი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენები. ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მოპოვებული მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად სიკვდილთან დაკავშირებული გამოცდილების და ზოგადად სიკვდილის პროცესის გასაგებად - ახლა ჩვენ ცოტა მეტი ვიცით ტვინის მუშაობის შესახებ, თუმცა ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი. 67 შეფასება არ არის
|