x
image
t.x.
რა სარგებლობა მოაქვს სექსს
imageსექსი რომ სასიამოვნოა, ყველამ ვიცით, მაგრამ სასიამოვნო უფრო კარგი გახდება თუ სასარგებლოსთან შევათავსებთ. გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა სარგებლობა მოაქვს სექსს:

1. გვიცავს გაცივებისგან. თუ სექსით კვირაში 2 - ჯერ დაკავდებით, ეს იმუნოგლობულინის დონეს 20% - ით ზრდის. ეს ის ანტისხეულებია, რომლებიც ებრძვიან გაივებას და ვირუსულ ინფექციებს. რაც უფრო ენერგიულია სექსი, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს ადამიანს აიკიდოს ვირუსები.

2. დაბერების საწინააღმდეგო. ის წყვილები, რომლებიც კვირაში 4 - ჯერ მაინც დაკავებული არიან სექსით, თავის თანაკლასელებთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს სიამოვნება, რომელსაც განიცდით. ამავე დროს პროვოცირდება ზრდის ჰორმონი, რომელიც ინარჩუნებს კანის უჯრედებს და ადუნებს კუნთებს, რაც თავიდან გვაცილებს ნაოჭების წარმოქმნას.

3. უძილობის საწინააღმდეგო. ეს არის "ტკბილი იავნანა" ორგაზმის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი, რომელიც გვეხმარება დაძინებაში.


4. ტკივილის საწინააღმდეგო. ორგაზმი ამცირებს მტკივნეულ შეგრძნებებს. ის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. უმკლავდება შაკიკს და ზურგის ტკივილს.

5. კიბოს საწინააღმდეგო. ის მამაკაცები ვისაც 20 წლის ასაკში ჰქონდათ სექსი კვირაში 7 - ჯერ მაინც, აღენიშნებათ პროსტატის კიბოს 3 - ჯერ ნაკლები შემთხვევა.

6. სიკვდილის საწინააღმდეგო. მეცნიერულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ის მამაკაცები, რომლებიც კვირაში 2- ჯერ მაინც განიცდიან ორგაზმს, 50% - ით შემცირებული სიკვდილიანობით ხასიათდებიან.

თანაც რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება, მით მეტია სარგებელი.

წყარო:med.ge

0
323
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0