x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ხელის სისწრაფე და არანაირი თაღლითობა – 7 ყველაზე პარადოქსული დანაშაული კრიმინალისტიკის ისტორიიდან
1. სუიციდური მკვლელები


ლუთერანიზმს გავრცელებამ ჩრდ. ევროპასა და განსაკუთრებით, დანიაში ე. წ. «სუიციდური მკვლელები» წარმოშვა. საკუთარი სიცოცხლის მოსპობის სურვილით შეპყრობილი ადამიანები, მაგრამ ჯოჯოხეთში მოხვედრის პერსპექტივით შეშინებულები, სხვა გზას ირჩევდნენ: ისინი შემთხვევით მსხვერპლს კლავდნენ. შემდეგ, სამართალდამცავ ორგანოებს ბარდებოდნენ და სიკვდილით დასჯას ელოდნენ.

და თუ დამნაშავე, სიკვდილით დასჯამდე, დანაშაულს გულწრფელად მოინანიებდა, ლუთერანული სწავლების თანახმად, აუცილებლად სამოთხეში მოხვდებოდა.


2. დამცირება


ძველ რომში დამნაშაშავე, შეიძლება, კოლოსეუმში ველურ ცხოველთან, მაგ., ლომთან, შერკინებით დაესაჯათ. სწორედ ასეთი განაჩენი გამოუტანა იმპერატორმა გალიენუსმა (218–268 წწ.) ვაჭარს, რომელმაც მის მეუღლეს ყალბი სამკაული მიჰყიდა. დამნაშავე არენაზე გავიდა. მან შიშით, რკინის გალიის კარისკენ დაიწყო ყურება... მან იცოდა, რომ გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. გალიიდან კი, ლომის ნაცვლად, ქათამი გამოვიდა, რამაც იქ შეკრებილი საზოგადოება ძალიან გაახალისა. გალიენუსმა კი განაცხადა: «ის იტყუებოდა და თავადაც მოტყუვდაო», შემდეგ კი, ვაჭარი შეიწყალა.


3. ხელის სისწრაფე და არანაირი თაღლითობა!


image


ერთხელ, დევიდ კოფერფილდმა, ხელის სისწრაფით, ნამდვილი მძარცველები მოატყუა. 2006 წელს, მორიგი წარმოდგენის შემდეგ, ის და მისი 2 ასისტენტი ქუჩაში მიდიოდნენ. ამ დროს, გაჩერებული მანქანიდამ მოზარდები გამოცვივდნენ. მათ ხელში იარაღი ეჭირათ და მამაკაცებს ჯიბიდან ფულის და ძვირფასი ნივთების ამოღება მოსთხოვეს. ილუზიონისტის ასისტენტები მათ დაემორჩილნენ და მძარცველებს ტელეფონები, ფული და საათები მისცეს. კოპერფილდმა კი, ეს არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ თან ფულიც ჰქონდა და ტელეფონიც — კრიმინალებმა მისი მხოლოდ ამობრუნებული და ცარიელი ჯიბეები ნახეს.



4. სიყვარული «მთვარეზე»


2002 წ. სტუდენტი ასრტო–ფიზიკოსი თედ რობერტსი პრაქტიკას NASA–ში გადიოდა. მან, მეგობარ გოგოსთან და კიდევ 2 თანამზრახველთან ერთად, ცენტრიდან სეიფი მოიპარა, რომელშიც «აპოლონის» მისიის დროს, მთვარიდან ჩამოტანილი გრუნტი ინახებოდა. ძარცვის შემდეგ, ახალგაზრდები სასტუმროში დაბინავდნენ. შეყვარებულებმა ქვები საწოლზე დააწყეს და ის ღამე «მთვარეზე» გაატარეს. ხოლო, როდესაც მათ მთვარის გრუნტის ერთ–ერთი კოლექციონერისთვის მიყიდვა სცადეს, ეს უკანასკნელი FBI–ის დაუკავშირდა... შედეგად, გრუნტი ადგილზე დააბრუმეს, დამნაშავეები კი დააკავეს.


5. «ბოროტმოქმედი» სასტუმრო


სერიულმა მკვლელმა ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსმა, 19 საუკუნის ბოლოს, ჩიკაგოში სასტუმრო ააშენა, რომელშიც უამრავი ხაფანგი იყო. მშენებლობის დროს, ჰოლმსმა კონტრაქტორი რამდენჯერმე შეცვალა. ამიტომ, შენობის რეალური გეგმა მხოლოდ მან იცოდა. მისი მსხვერპლი კი, როგორც სასტუმროს თანამშრომლები, ისე მისი სტუმრები იყვნენ. მანიაკის არსენალში იყო ხმაგაუმტარი ოთახები, ოთახები, რომელშიც გაზი შედიოდა, მჟავის ავზები, საწამლავიანი ბოთლები და ა. შ.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ჰოლმსის სიკვდილის დასჯას წინ უძღვოდა, მან 27 მკვლელობა აღიარა. თუმცა, ექსპერტების აზრით, მისი მსხვერპლი 200–ზე მეტი ადამიანი იყო.


6. თავისუფლების უფლება


image


გერმანიაში, გაქცევის აქტი არასდროს დასჯილა, რადგან 1880 წ. გამართულმა სასამართლო პროცესმა პრეცენდენტი დაუშვა და ჩათვალა, რომ ციხიდან გაქცეულ პატიმარს თავისუფლებისკენ სწრაფვა ამართლებს — ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ინსტინქტი. მართალია, დაჭერის შემთხვევაში, გაქცეულებს, უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი სასჯელი ემუქრებათ, მაგრამ სულ სხვა დანაშაულისთვის. მაგ., როგორიც არის: ქონების დაზიანება (გისოსების გადაქლიბვა, კედლის გამონგრევა), ქურდობა (იგულისხმება ციხის ტანსაცმელი, რომელიც პატიმარს აცვია), ძალადობა (თუ გაქცევის პროცესში, პატიმარი თავს ციხის თანამშრომელს დაესხმება) ან ქრთამი.


7. სერიული მანიაკი ქალი


1993 წლიდან მოყოლებული, 16 წლის მანძილზე, გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში 40 დანაშაული მოხდა, მათ შორის 6 მკვლელობა, რის შემდეგაც, დანაშაულის ადგილზე ან მსხვერპლის სხეულზე, ერთი და იგივე ქალის დნმ–ის ნიმუშებს პოულობდნენ. სავარაუდო მკვლელი, «ჰაილბრონის ფანტომი» სახელით გახდა ცნობილი. პოლიციამ ძიებისას, ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახა, რადგან ამ დანაშაულებს საერთო არაფერი ჰქონდა — სრულიად განსხვავებული მსხვერპლი, ადგილები, თანამზრახველები. მხოლოდ 2009 წ. დაადგინეს, რომ ყველა ამ შემთხვევას შორის, კავშირი მართლაც არ არსებობდა... აღმოჩნდა, რომ ბამბის ჩხირები, რომლითაც დანაშაულის ადგილზე დნმ–ის ნიმუშებს იღებდნენ, ავსტრიის ქარხანაში შემფუთავად მომუშავე ქალის დნმ–ით, თავიდანვე დაბინძურებული იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 ისტორიული საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსენელია

* ფოტოებზე ასახული 20 საინტერესო მომენტი

* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* არის თუ არა უნიკალური ჩვენი ცივილიზაცია?

* 9 ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან, რომელსაც ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეეძლო

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

0
730
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
730
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0