x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფოტოებზე ასახული 20 საინტერესო მომენტი

ამბობენ, რომ თვალები — სულის სარკეა... და არა, ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ეს სრული სიმართლეა. ამაში დასარწმუნებლად კი, ქვემოთ მოცემული ფოტოებიც საკმარისია:


პანიკაimage


1986 წ. ინგლისში, მატჩის დროს, ჭყლეტაში, 96 ადამიანი დაიღუპა და 766 დაშავდა.


გაკვირვებაimage


პატარა ჰაროლდმა, სმენის აპარატის წყალობით, პირველად გაიგო ხმა.


შურიimage


სოფი ლორენი შურით უყურებს ჯაინა მანსფილდ, ლორენის საპატივცემულოდ მოწყობილ, «20th Century Fox»–ის საღამოზე, 1957 წ. 12 აპრილი.


სიძულვილი
image


გებელსი ფოტოგრაფს უღიმოდა, ვიდრე არ გაიგო, რომ მისი გვარი ეიზენშტედტი იყო და რომ, ის ებრაელი იყო. ფოტოგრაფმა, მისი გვარის გაგების შემდეგ, ფაშისტის სახეზე ასახული სიძულვილის მომენტი ფოტოზე აღბეჭდა.


მარცხიimage


საბჭოთა ჯარისკაცს, სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ, გერმანელი ტყვე მიჰყავს.


სირცხვილიimage


II მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანგ ქალბატონებს, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ გერმანელ ჯარისკაცებთან, თავს პარსავდნენ და საჯაროდ ამცირებდნენ.


ტანჯვა
image


9 წლის ნგუენ თი ლიმ ინვალიდობა «ნარინჯისფერი აგენტის» (თხევადი ქიმიური იარაღი) წყალობით მიიღო. ვიეტნამის ომის დროს, ამერიკელმა სამხედროებმა, ვეტნამის თავზე, დაახლოებით, 12 მილიონი გალონი ჰერბიციდი «Agent Orange» გადმოაფრქვიეს.


მშვიდობაimage


უცნობი ჯარისკაცის ფოტო, რომელიც ვიეტნამის ომის დროს, სამხ. ვიეტნამის ფუკ ვინის ასაფრენ ბილიკს ემსახურებოდა.


ღელვაimage


ბავშვები თოჯინების თეატრს უყურებენ, პარიზი, 1963 წ.


წინათგრძნობაimage


ეს ფოტო ავიაბაზიდან შინბუს 72–ე კორპუსის გაფრენის დღეს არის გადაღებული. ეს ახალგაზრდები ოკინავაში, თავიანთი კამიკაძის მისიის შესასრულებლად მიდიან. 17 წლის იუკიო არაკი, ბიჭი, რომელსაც ხელში ლეკვი უჭირავს, იმავე დღეს გარდაიცვალა.


დაღლილობა
image


ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელი ჯარისკაცი საწოლზე წევს, მას შემდეგ, რაც მოკავშირეების ჯარებმა ის გერმანული ბანაკიდან გაათავისუფლეს.


შიშიimage


ტყვედ ჩავარდნილი, 15 წლის გერმანელი ჯარისკაცი ჰანს-გეორგ ჰენკე, ბერლინი, 1945 წ. 3 აპრილი.


სიხარულიimage


გერმანელების ბანაკიდან გათავისუფლებული ქალი, 1945 წ.


უმანკოება
image


ეს რეალური ფოტოსურათია. ცისფერი თვალები და მუქი კანი, სავარაუდოდ, თვალის ალბინიზმის შედეგი.


სიფრთხილეimage


შარბათ გულამმა მშობლები 1984 წ. საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის დაბომბვის შედეგად დაკარგა და ის პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანეს.


დაკარგული უმანკოებაimage


8 წლის სირიელი მეამბოხე


შვება
image


კარდიოქირურგი 23-საათიანი, წარმატებული, გულის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ. მის ასისტენტს კუთხეში სძინავს.


სასოწარკვეთა
image


ეს ქალი, ვარშავის გეტოს ქუჩაში, შიმშილით კვდება.


გამბედაობა
image


18 წლის ბიბი აიშა 14 წლის ასაკში გათხოვეს. თუმცა, ოჯახში ძალადობის გამო, ქმარს გაექცა. მოგვიანებით, ის პოლიციამ დაიჭირა და ციხეში მოხვდა. შემდეგ, ბიბი ოჯახს დაუბრუნდა. სირცხვილის ჩამოსარეცხად, რაც მისი გაქცევით იყო გამოწვეული, ქმარმა, მამამ და მისი ოჯახის კიდევ სამმა წევრმა, გოგონა მთაში წაიყვანეს და ცხვირი და ყურები მოაჭრეს. ამის შემდეგ, სასიკვდილოდ გაიმეტეს და იქვე დააგდეს. გოგონა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გადაარჩინა.


მორჩილებაimage


«ვინიცას ბოლო ებრაელი» – ასე ჰქვია ფოტოს, რომელზეც ფაშისტი ჯარისკაცის მიერ, ებრაელისთვის იარაღის დამიზნების და სროლის მომენტია ასახული. უკრაინა, 1941 წ.

ვინიცას და მის მიმდებარე რაიონებში, II მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა 28000-ზე მეტი ებრაელი მოკლეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


*ოლიმპიელი ღმერთები უცხოპლანეტელები იყვნენ?! არის თუ არა უნიკალური ჩვენი ცივილიზაცია?

* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში

* 9 ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან, რომელსაც ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეეძლო

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

0
904
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
904
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0