საზოგადოებრივი 5 ისტორიული საიდუმლო, რომლებიც დღემდე ამოუხსენელია 2022, 22 მარტი, 10:37 ჰიტლერის განძის საიდუმლოსაგანძურის სია, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, ნამდვილად რომ შთამბეჭდავი არის. მოპარული ოქროს ზოდების, უცხოური ვალუტის და სამკაულის სავარაუდო ღირებულება, თითქმის, 4 მილიარდ დოლარს აღწევს. მაგრამ სამალავი, რომელშიც ეს სიმდიდრე ინახებოდა, მეორე მსოფლიო ომში, გერმანიის დამარცხებიდან, მალევე დაცარიელდა. მომდევნო ათწლეულებში, ცალკეული ნივთები ამ კოლექციიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იქნა ნაპოვნი. არიან ადამიანები, რომლებიც ამ საგანძურზე «ნადირობას» დღემდე აგრძელებენ. მაგრამ, 70 წლის შემდეგაც კი, არავინ იცის ჰიტლერის ოქრო სად გაქრა. «ციკლოპის» გაქრობაბერმუდის სამკუთხედი გემების და თვითმფრინავების იდუმალი გაუჩინარებით არის ცნობილი. შემთხვევაბის უმეტესობაშ, მეცნიერები ასეთ ფაქტებს ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნიან. მაგ., ამერიკული ხომალდი – «ციკლოპი», რომელიც პირველი მსოფლიო ომის (1914 წლის 28 ივლისი – 1918 წლის 11 ნოემბერი) დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე ააგეს, ისე გაქრო, რომ მის კვალს, წლების მანძილზე ძებნის შემდეგაც, ვერ მიაგნეს. 1918 წლის თებერვლის დასაწყისში, «ციკლოპმა» კურსი ბრაზილიაზე აიღო. მას საწვავი უნდა მიეწოდებინა ბრიტანული გემებისთვის, რომლებიც სამხ. ატლანტის ოკეანის წყლებში ცურავდნენ. უკანა გზაზე, გემმა, დაუგეგმავი გაჩერება კ. ბარბადოსზე გააკეთა, შემდეგ კი, გეზი ბალტიმორისკენ აიღო. ეს 1918 წლის 4 მარტს მოხდა. ამ დღის შემდეგ, «ციკლოპი» აღარავის უნახავს. მის ბორტზე 300-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის რამდენიმე ათეული წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაკარგულად ითვლება. ამერიკის მთავრობა დაკარგულ გემს, თითქმის, 10 წლის მანძილზე ეძებდა, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო. კოლუმბის ნეშტის ადგილმდებარეობა დღემდე კამათის საგანიაცნობილი მოგზაური თავდაპირველად ვალიადოლიდში (ესპანეთი) დაკრძალეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მისივე ანდერძის საფუძველზე, ნეშტი კ. ესპანიოლაზე (ჰაიტის ძველი სახელწოდება, კარიბის ზღვა) გადაასვენეს. მაგრამ, როდესაც 1875 წელს კუნძული ფრანგების მფლობელობაში გადავიდა, ესპანელებმა კოლუმბის ნეშტი კუბაზე გადაიტანეს. იქ ის 1898 წლამდე (ესპანეთ–ამერიკულ ომამდე) განისვენებდა. ხოლო, შემდეგ ის ესპანეთში, სევილიაში დააბრუნეს. 2006 წელს, ავთენტურობის დადგენის მიზნით, ნაშტს გენეტიკური გამოკვლევა და შედარებითი ანალიზი ჩაუტარდა. თუმცა, დომინიკელთა რესპუბლიკის ხელისუფლებამ დნმ-ის ანალიზის შედეგები არ აღიარა და დღემდე ცდილობი იმის დამტკიცებას, რომ კოლუმბის საფლავი სწორედ მათ ქვეყანაშია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1877 წელს პერუს ერთ–ერთ ტაძარში, სიძველისგან თითქმის დაშლილი, ხის ყუთი აღმოაჩინეს, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «აქ ინახება სახელგანთქმული ქრისტეფორე კოლუმბის ნეშტი». ოლიმპიელი ღმერთები შეიძლება უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენშეიძლება, რამდენიმე ათასი წლის წინ, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ადგილობრივებისთვის ტექნოლოგიები და ცოდნა გადასცეს, რამაც ისტორიის მსვლელობა კარდინალურად შეცვლიდა. ეს ვარაუდი თუ სიმართლეა, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენს შორეულ წინაპრებს, მათთვის ღმერთები ეწოდებინათ? შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მათი სახელმწიფო ანუნაკების («ზეციდან მოსულები» – აქადების და ასირიელების ღმერთები) მიერ იყო შექმნილი. შუმერების ღმერთების პანთეონში 12 ღმერთია. მათ შორის, ყველაზე მთავარი – ღმერთი ანუ, და მისი ორი ვაჟი: ენლილი და ენკი (ეა) არიან. ღმერთების ბერძნულ პანთეონშიც 12 ღმერთია. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და სწორედ უცხოპლანეტელებმა შეიტანეს დიდი წვლილი ჩვენი ცივილიზაციის ფორმირებაში... «ჩვენი ცივილიზაცია, ჰესიოდეს (ძვ.წ. აღრ. VIII – VII სს.) თქმით, ზევსის მიერ შექმნილ მეხუთე ფრაქციას ეკუთვნის. ჩვენ — რკინის რასა ვართ, რომელთა წარმომადგენლებში სიკეთე და ბოროტება თანაბარი რაოდენობით არის», — ამტკიცებს ერიხ ფონ დენიკენი, პოპულარული შვეიცარიელი მწერალი და უფოლოგი. თავის წიგნში — «ღმერთების ოდისეა» ის წერს, რომ ძველი ბერძნული ღმერთები გამოგონილი არსებები კი არა, რეალური უცხოპლანეტელები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე უფრო განვითარებული პლანეტიდან ჩამოვიდნენ. დედამიწის მონახულებისას, მათ კაცობრიობას ახალი ტექნოლოგიები მისცეს და მისი ცხოვრება სრულიად შეცვალეს. სამწუხაროდ, ამ ვერსიის დადასტურება, ან უარყოფა შეუძლებელია... ბეთლემის ვარსკვლავი
ქრისტიანები ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენას, როგორც ღვთაებრივ ნიშანს აღიქვამენ, რომელიც განსაკუთრებულ ახსნას არ საჭიროებს. მაგრამ, მეცნიერებს ამ ფენომენის გარკვევა სურთ. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო. ეს დასკვნა გაკეთდა ბიბლიის გაანალიზების შემდეგ, რომელშიც ნათქვამია, რომ მოკაშკაშე ობიექტზე დაკვირვება, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, დღე–ღამის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. ოქსფორდის მეცნიერები კი თვლიან, რომ ბეთლემის ვარსკვლავი, შესაძლოა, ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება ყოფილიყო. ცნობილი ასტრონომი იოჰანეს კეპლერი კი, დარწმუნებული იყო, რომ ნათება მზის სისტემაში ორი პლანეტის შეჯახებისა და შერწყმის დროს შეიქმნა. ძველ ბერძნები კი, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბეთლემის ვარსკვლავი კაშკაშა კომეტა იყო. არხის სხვა სიახლეები:* როგორ დაისაჯა ქირურგი, რომელმაც პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები ამოწვა* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში* 9 ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან, რომელსაც ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეეძლო* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ1060 3-ს მოსწონს
|