ფოტოგრაფია აკრძალული ფოტოგრაფი სსრკ-ში, რომელმაც კგბ-ს აგენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა 2022, 16 მარტი, 10:34 ![]() 35 წლის წინ, 1987 წლის 16 მარტს ლიეტუველმა ფოტოგრაფმა ვიტას ლუცკუსმა მასთან სახლში მისული კგბ-ს აგენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. იგი მხოლოდ 43 წლის იყო, თუმცა მოასწრო არაჩვეულებრივი ფოტო ნამუშევრების დატოვება, რომლის უსაზღვრო ინდივიდუალობა და ექსტრაორდინარული გადაწყვეტა ყოველგავრ ჩარჩოებს სცდება და არა თუ საბჭოთა კავშირში, დღეს უკვე დამოუკიდებელ ლიეტუვაშიც კი ზოგიერთისთვის "აკრძალულის" კატეგორიაში გადის. ფოტოგრაფი დაიბადა 1943 წელს ლიტვაში. 20 წლის ასაკში აქტიურად დაკავდა ფოტოგრაფიით. მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილი საბადო. ![]() ვიტასი გამოირჩეოდა ორიგინალურობით. თავისი თამამი ნამუშევრებით მან მიიპყრო როგორც უბრალო მნახველების, ასევე ხელისუფლებაში მყოფთა განსაკუთრებული ყურადღება. ![]() ![]() სამწუხაროდ, ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ვერ აიცილა ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულება., რაც ხშირად ბევრი ნიჭიერი შემოქმედის თანმდევია. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1987 წელს მოხდა ინციდენტი, რომელიც ფატალურად დასრულდა ნიჭიერი ფოტოგრაფისთვის, მოულოდნელად მას სახლში ეწვია სუკის(კგბ) თანამშრომელი, დღემდე უცნობია, რა სურდა მას ვიტას ლუცკუსისგან, მაგრამ ეს შეხვედრა ტრაგიკულად დასრულდა. მამაკაცებს შორის დაპირისპირებისა და ჩხუბის დროს ფოტოგრაფს კგბ-ს წარმომადგენელი შემოაკვდა. ვიტასი აფექტურ მდგომარეობაში იყო.როცა დაწყნარდა და მიხვდა რაც მოხდა, ფოტოგრაფი ფანჯრიდან გადახტა. ![]() ![]() ![]() ![]() მაგრამ რამდენიმე წლის წინ, პირველად ვიტას ლუცკუსის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ჰოლანდიის მუზეუმში. ![]() ![]() ![]() 2820 3-ს მოსწონს
|