x
image
თუთიკო ბერძენა
ვინ და რატომ არის რუსეთის აგრესიის მომდევნო სამიზნე
image
უკვე ყველა ატყობს, რომ საქმე გვაქვს დრო–სივრციდან ამოვარდნილ ჯოჯოხეთურ, კორუფციით გამოშიგნულ სახელმწიფოსთან და განდიდების იდეეფიქსით შეპყრობილ ერთან- რუსეთთან.
ნუ ვიქნებით მიამიტები, ეს ომი არ წამოუწყია მარტოოდენ ვინმე შიზოიდ ვლადიმერ პუტინს. იგი რუსულმა "სვერხდერჟავამ" გამართა.
ვალოდია კი ზის 20 წელია "ტახტზე", მაგრამ ჯერ კიდევ 1770 წელს უილიამ პიტმა დაწერა საოცარი სიტყვები, რომლებიც საუკუნეებია არ მოძველებულა: „ყოველი ტახტის უკან მუდამ დგას რაღაც უფრო დიდი, ვიდრე თვითონ მეფეა ან დედოფალი“ და ველიკორუსული "ტრონის" უკანაც ბევრი ბინძური იდუმალებაა.
შეიძლება ასეთი ქვეყნის ნდობა, რომელიც არ ცნობს არავითარ მეზობლობას, შეთანხმებას, მეგობრობის ხელშეკრულებას, სახელმწიფოებრივ დოკუმენტს, მისი ავადმყოფური ხასიათი ციკლოთიმიურად იცვლება და ყოვლად უპროგნოზოა. (ამიტომაც უწევს მას, თითქმის უკვე დაშლილს ანგარიშს თვით ამერიკა და ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი).
რუსეთმა იცის მხოლოდ ერთი – ხარ ჩემი მეზობელი? მაშასადამე, ხარ სრულიად ჩემი, შენი მომავალი ჩემს ხელშია, მას სავსებით და უპირობოდ განვაგებ მე.
მართალია, ჩვენ დღეს არაფერში გვაწყობს რუსეთთან კონფრონტაცია და "შეჩხიკინება", მაგრამ წინათგრძნობა უკვე ბევრს გაგვიჩნდა, მიუხედავად იმისა, მოიგებს იგი უკრაინასთან უსამართლო ომს თუ წააგებს, საბოლოო ვითარების გამოსარკვევად აუცილებლად მოგვაკითხავს ჩვენც.
ცხადია, მოგვაკითხავს პრინციპით – ვერ ვუვლი დიდ ქვეყნებს? პატარებს მაინც დაგითრევთ ყურით. რუსი ყოველთვის ქედმაღლურად დაჰყურებდა ქართველს და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი სიტყვით და საქციელით მაინც ტოტალურად არ აგრძნობინებს მას თავის ისტორიულ ადგილს.
ასე რომ, დღევანდელი მელაკუდური დამოკიდებულება ადვილი შესაძლებელია მეტნაკლებად ლომურით გაგვიხდეს შესაცვლელი.
ბეწვის ხიდია.
ომმა ეკონომიკურად უკვე საგრძნობლად დაგვარტყა ჩვენც, თუნდაც საწვავის კატასტროფული ფასით.
ერთი დათვების მწვრთნელი ცდილობდა კეთილ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაში ყოფილიყო ამ მრისხანე მხეცებთან, დიდად არ აღიზიანებდა, შაქარსაც აძლევდა, მაგრამ ამავე დროს ყოველი ვარჯიშის დროს კედელთან დატენილი თოფი ჰქონდა მიყუდებული. რა იცი, ველური ინსინქტია.
ასეა დღესაც საჭირო. თუმცა ძალები და ტერიტორიები უთანაბროა და რუსეთის სრული ნდობაც ნონსენსია.
მწარედ გაოცდებიან ისინიც, ვინც დღეს ფიქრობს, რომ რაკი რუსეთმა ჩვენ არამეგობრულ ქვეყნად არ დაგვასახელა, ეს უდავო გარანტს წარმოადგენს უღრუბლო ზეცისა.
ძალიან ცდებიან ასეთები: საქმე გაქვთ ჩინგის ყაენის შთამომავლებთან, რომლებშიც მონღოლური ბარბაროსობა, სისასტიკე და მსოფლიოს პყრობის იდეა რუსული ტრადიციული გაიძვერობით, ღალატით, არყითა და სიცრუით განზავდა და რაც მიიღო მსოფლიომ, შესანიშნავად ხედავს. მათ გაუსწრეს მონღოლებსაც, რომლებიც ერთგულებას და სიმართლეს მაინც აფასებდნენ სხვას თუ არაფერს (ცოტნე დადიანი!). რუსისთვის პირის გატეხვა არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ამბავია.ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ "ვუჩხიკინებთ" რუსეთს, არ ნიშნავს რომ იგი სულ ამ სტატუს–კვოთი დაკმაყოფილდება. ქართველის მრავალნატანჯი ფსიქიკა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისათვის.საქმე გვაქვს მართლმადიდებელ (??) ერთან, რომლის პატრიარქიც ბავშვთა უმოწყალო ხოცვასა და უკრაინელ მღვდელთა წამება –დახვრეტას ამართლებს წესრიგისა და ქვეყნად მშვიდობის დამყარების ნიღაბქვეშ!
რუსების სიყვარულით ბრმად ატანილი ქართველი საცოდავია, იგი იმ ქართველთა შთამომავალია, სუზდალელი ანდრეა ბოგოლიუბსკის ზნედაცემული შვილი თამარ მეფეს რომ ჩამოუყვანა ქმრად -უბედური გიორგი რუსი, საქართველოს სამანებიდან პანღურით გაძევებული ლოთი. სწორედ "ქართლის ცხოვრებაში" ჩაწერილი წინადადებაა რუსებისათვის გენიალურად მისადაგებული:
"კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს".
მსოფლიო ისტორიის აბსოლუტური სული მალე ისტორიული მისიის შესახსენებლად უკრაინის მსგავსად საქართველოსაც მოაკითხავს და მშვიდობა იქნება თუ ომი, ყველამ მისი პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალი და, პირველ რიგში, მომავალი თაობა უნდა გაიხსენოს!
რუსეთმა დაარღვია ჰეგელისეული მსოფლიო აბსოლუტური გონის განვითარების ანუ ისტორიის ფილოსოფიური კანონი და მოინდომა ისტორიის უკუღმა შეტრიალება, რასაც ევოლუცია კრძალავს.
ალბათ ნიცშესეულ ზესახელმწიფოს ვეღარ, მაგრამ ჩამოშლილ ქვეყანას და გაბოროტებულ ერს მივიღებთ...
მათ, ვინც ფიქრობს, რომ ამ წუთებში კიევში სირენა მარტო უკრაინელებისათვის გაჰკივის, შევახსენებ ინგლისელი მქადაგებლის ჯონ დონის გენიალურ ეპიგრაფს ჰემინგუეის "ვისთვის რეკს ზარიდან":
"არ არსებობს ადამიანი კუნძული, თავისთავად ყოველი ადამიანი ნაწილია მატერიკისა, ნაწილი ხმელეთისა. და თუ ტალღა ზღვაში ჩაიტანს ნაპირს, თუკი იგი გადარეცხს ყურეს ან შემუსრავს ციხესიმაგრეს შენსას ან მოძმისა შენისა, კიდევ უფრო შემცირდება ევროპა და შემცირდები შენ; ყოველი ადამიანის სიკვდილით ვმცირდები მეც, რამეთუ კაცობრიობის განუყრელი ნაწილი ვარ. და ამიტომაც ნუ იკითხავ, ვისთვის რეკს ზარი დღეს – იგი რეკს შენთვის!"
ამ მომენტში კი მშვიდობისათვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი!
მშვიდობა ყველა ქართულ ოჯახს!
3
667
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
667
  
სირცხვილი და თავის მოჭრა არის,როცა ის ერი,რომლის მოსახლეობა გარბის ევროპაში მონური საქმისათვის და მონურ სიტუაციაში არიან,ვუგზავნით რესურსებს უკრაინის თავისუფლებისთვის. რა ჩვენი მოქალაქეები ადამიანები არ არიან? თუ ბომბები არ ეყრებოდათ თავზე? რაღა შორს ავიდეთ,შაქრის და ზეთის გარეშე დავტოვეთ ერთმანეთი სულ ახლახან,ხოლო ვიღაც უკრაინელს ვუგზავნით ამ ყველაფერს. ბოდიში მომითხოვია,მაგრამ უნდა ვთქვა,ქართველებს ტრ... თამაშში ბადალი არ გვყავს. შენთვის არაფერი გაქვს,მშიერი მეზობელი გყავს და არ ეხმარები,ხოლო ვიღაცას უგზავნი სხვა ქვეყანაში,ვისაც უამრავი ეხმარება. როცა დადგება დრო და გაგიჭირდებათ,მაშინ ის უკრაინელი ფეხებზე დაგიკიდებთ,ხოლო მეზობლის იმედად იქნებით. სირცხვილია ამის დედაც ვატირე
რაც შეგვეხება ჩვენ,შემდეგი კი არ ვიქნებით,წინა ვიყავით უკვე. არ მითხრათ,რომ უკრაინელები ჩვენს გამო ქუჩაში ათევდნენ ღამეს და ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებდნენ კარდაკარ. თუნდაც ევროპა ავიღოთ,რამე გააკეთეს ჩვენთვის? რამდენადაც მახსოვს არაფერი. ბოდიში მომითხოვია და ნუ გვასაღებთ ამ ომს ჩვენს ომად ან მსოფლიო ომად. ეგ არის ტერიტორიული ომი კლასიკურ რუსებს და მონღოლოიდურ რუსებს შორის. რაც გინდათ ის დაარქვით,მაგრამ ფაქტი ეს არის.

ჩვენ კი არ ვართ მზად და ახლა ასეა საჭირო,მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს. ქვეყანას ვერ გაგვირკვევია ვინ არის მოყვარე და ვინ მტერი ქვეყნის შიგნით,ხოლო ომი ასეთ დროს გამორიცხულია. სხვა ქვეყნის აგენტურა მართავს ქვეყანას,ზოგი რუსეთის და ზოგი დასავლეთის აგენტები. ქართველი არავის არ ადარდებს,მიწა კი უნდათ,რადგან სტრატეგიული მდეობარეობა გვაქვს. ქართული ინტერესი არ არის უკრაინაში რაიმე სახის რესურსის გაგზავნა,არც მოხალისეების და არც ციტრამონის. ქართული ინტერესი არის მილიონობით ქართველის დაბრუნება საქართველოში,ძველი ქართული მიწებიდან ეთნიკური ქართველების დაბრუნება და მათვის მოქალაქეობის აღდგენა,მათი ინტეგრაცია და ყურადღების მიქცევა,საკუთრების მინიჭება და საქმის წამოსაწყები თანხის მობილიზება. რავი აღმაშენებელმა 40000 ყივჩაღი ჩამოასახლა და ჩვენ ქართველებს არ ვიბრუნებთ? თქვენი აზრით,რატო გააკეთა დავითმა ეს საქმე? ჯერ ერი უნდა გამრავდლეს და ეკონომიკურად მოძლიერდეს,მერე რუსებსაც დავაგდებთ და ამერიკელებსაც. რა საჭიროა ტინგიცი და მაიმუნობა,როცა ყველას ფეხებზე გვკიდია უკრაინა,დაწერეთ სიმართლე. ჩვენ ჩვენი დარდი გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ,რომ გამოვჩნდეთ როგორც დამხამრე ერი,რომელიც გულდამდუღრულია უკრაინის ამბებით,რაც ტყუილია. თუ დარდი გვაქვს ჩვენი თავის,მაშინ კი დავწერე რაც არის გასაკეთებელი. არც ევროპა და არც უკრაინას არ ვადარდებიდით,ხოლო არც მომავალში მოიკლავენ თავს ჩვენთვის.
სწორედაც,მარტო უკრაინელებისთვის რეკავს ის განგაშის ზარები,რადგან უკრაინელები იხოცებიან. არა,ევროპა კი არის აღშფოთებული და იარაღსაც აწვდის,მაგრამ ეგ უფრო მიდი ჩაიხოცეთ ნიშნავს და სხვა არაფერს. სისულელეა,როცა ადამიანები იხოცებიან ისაუბრო თავისუფლებაზე,დამოუკიდებლობაზე ან ევროპულ ოჯახზე. ბერლინის კედელიც იყო,მაგრამ დაინგრა და გერმანია ერთიანია. თუ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია,მაშინ უნდა შეწყდეს იარაღის მიწოდება და ომი,თუნდაც ტერიტორიებად დაუჯდეს უკრაინას. გავა დრო და რუსები გავლენ,თვითონ რუსები გააკეთებენ მაგას. ხოლო თუ ომი უნდათ და ადამიანთა კვლა,მაშინ გადაუარონ მთლიანად რუსეთს,ამოხოცონ რუსები და არა უკრაინელები. ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი არა მხოლოდ რუსების მხრიდან,მსოფლიოს მხდიდან. როცა ამას გაიაზრებს უკრაინა გვიანი იქნება.
0 1 3