x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
სამხედრო ტექნიკის მეტად უცნაური ნიმუშები, რომლებიც რეალურად არსებობდა

ხალხი უხსოვარი დროიდან ომობდა... ხოლო, მეცნიერები სულ ახალ–ახალ იარაღს იგონებენ... მაგრამ როდის გაჩნდა პირველი საომარი იარაღი, რთული სათქმელია და აქვე უნდა აღინიშნოს, სამხედრო ისტორიების მანძილზე, იყო ისეთი საბრძოლო იარაღიც, განსაკუთრებული წარმატება რომ არ ჰქონია.

აქ სწორედ სამხედრო ტექნიკის მეტად კრეატიულ და საოცარი იარაღის ნიმუშებს წარმოგიდგენთ, რომელიც რეალურ ბრძოლაში, არაპრაქტიკული აღმოჩნდა.


А-40, «მფრინავი ტანკი», სსრ კავშირი, 1942 წ.imageА-4


ეს პლანერის და ტანკის «სიმბიოზია» და იდეის მიხედვით, საჭირო იყო პარტიზანების მხარდასაჭერად. თითქოს, შესაძლებელი იქნებოდა, მაქსიმალურად მსუბუქი ტანკის — Т-60, რთულადმისადგომ რაიონებში ჩაყვანა. თუმცა, ტესტირების დროს, პლანერმა მხოლოდ 40 მ. სიმაღლეზე შეძლო ასვლა, შემდეგ, მას ძრავა გადაეწვა. ის ავარიულად დასვეს, ხოლო პროექტი — დახურეს.


USS Akron, აშშ, 1931 წ.imageUSS Akron


«არკონი» მსოფლიოში პირველი დირიჟაბლი–ავიამზიდის საექსპერიმენტო მოდელი იყო. ჩანაფიქრის მიხედვით, ის პატარა ზომის გამანადგურებლებისთვის, მცირე ზომის სამხედრო ბაზა უნდა ყოფილიყო. ტესტირება წარმატებით ჩატარდა და როგორც აღმოჩნდა, დირიჟაბლი თვითმფრინავებისთვის კარგი მოძრავი ბაზა იქნებოდა. «არკონთან» ერთად საჰაერო ავიაბაზის სტატუსი, მისმა «ტყუპისცალმა» «მაკონმაც» მიიღო, რომელიც იმავე წელს შეიქმნა და ორივე, ყველაზე დიდი დირიჟაბლი იყო ავიაციის ისტორიაში. შესაძლოა, ასეთი საჰაერო ბაზების კონცეფცია კიდევაც გაგრძელებულიყო, რომ არა დირიჟაბლების ავარიულობის მაღალი მაჩვენებელი. «არკონმა» კატასტროფა 1933 წელს, ხოლო «მაკონმა» — 1935 წ. განიცადა.


«Hafner Rotabuggy», დიდი ბრიტანეთი, 1943 წ. imageHafner Rotabuggy


მეორე მსოფლიო ომმა სამხედრო ტექნიკის და მასთან დაკავშირებულ, ყველა სფეროს, განვითარებას ახალი ბიძგი მისცა. ბრიტანელმა ინჟინრებმა ჯავშანმანქანის და საფრენი აპარატის ჰიბრიდი — «Hafner Rotabuggy» შექმნეს, რომელიც მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე რეიდების მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. შეიძლება ითქვას, რომ ის პირდაპირ ციდან ვარდებოდა. ამ უცნაურ საფრენ მანქანას შვეულმფრენის პროპელერი ჰქონდა და წინა მხარე «ჯიპს» მიუგავდა. ის ორკაციანი ეკიპაჟისთვის იყო გათვალისწინებული — შიგნით მფრინავი და მძღოლი უნდა მჯდარიყო. გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა — ავტომობილის სიმძლავრე არ ჰყოფნიდა, შვეულმფრენის გასაქანებლად, ხოლო შვეულმფრენს, არ შეეძლო ავტომობილის სიმაღლეზე, დიდი ხნით ტარება.


ღებინების დამბაჩა, США, ჩვენი დროimageღებინების დამბაჩა


ამჟამად, უამრავი არალეტალური იარაღის სახეობა არსებობს, რომელსაც როგორც პოლიცია, ისე არმია იყენებს. მათ შორის, ყველაზე ორიგინალური, ღებინების დამბაჩაა. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: იარაღი სპეციალურ პულსირებულ სინათლეს ასხივებს, რომელიც ადამიანებში გულისრევის შეგრძნებას და პირღებინებას იწვევს. ამერიკის ძალოვანმა უწყებებმა, ადამიანებზე ზემოქმედების ამგვარ, არატრადიციულ მეთოდებზე უარი თქვეს, თუმცა იარაღი რეალურად არსებობს და მისი აწყობა, საქმეში ჩახედულ ენთუზიასტებსაც შეუძლიათ.


წრიული ქვემეხი, ევროპა, XVI ს.imageწრიული ქვემეხი


ძალიან უჩვეულო იარაღი, რომელიც სავარაუდოდ, წარმოების სირთულის, მასიურობის და შრომატევადი მოხმარების გამო, განსაკუთრებული პოპულარობით და მოთხოვნით არ სარგებლობდა, ერთ ღერძზე მბრუნავ 8 (!) ლულას წარმოადგენდა. მისმა ავტორმა სროლის 2 რეჟიმი გაითვალისწინა: პირველში, ლულები ბრუნავდა და ზარბაზნები, იმ დროისთვის, უპრეცედენტო სიჩქარით, ერთმანეთის მიყოლებით ისროდა. მეორე რეჟიმის დროს კი, — ყველა ლულიდან ერთდროულად ისროდა, რაც მხოლოდ მტრისთვის კი არა, მომხრეებისთვისაც სახიფათო იყო.



image


imageimageimageimage




0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0