x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნემისმიერ ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უკუცემა, მაგრამ როცა 45-კალიბრიანი რევოლვეროდან ისვრის 45 კილოიანი გოგო, ის დასაჭერი ხდება
image

ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლ იარაღს გააჩნია უკუცემა, რაც განპირობებულია იარაღიდან ტყვიის გულის გასვლას ვაზნიდან დენთის აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი აირებით.


რაც უფრო დიდია ხრახნილლულიანი იარაღის კალიბრი, მით მეტია უკუცემის ძალა. მართალია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საბრძოლო შაშხანებში იქნება ეს ავტომატური თუ ნახევრად ავტომატური, მაქსიმუმამდეა შემცირებული უკუცემის ძალა, მაგრამ ის მაინც საკმაოდ შესამჩნევი და ძლიერია. უკუცემის ძალას სნაიპერულ შაშხანებში აბალანსებენ განსაკუთრებულად, რათა სნაიპერმა შესძლოს ხანგრძლივი "მუშაობა" საბრძოლო პოზიციების შეცვლით. ხშირად ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლს მხარს უშიშვლებენ, რადგან ბრძოლაში ხანგრძლივად მყოფ მებრძოლს იარაღის უკუცემის ძალით გამოწვეული კვალი აუცილებლად დაეტყობა.


ერთია როცა გამოცდილი მებრძოლი ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და მეორეა როცა მოყვარული 45 კილოიანი გოგო ისვრის 45 კალიბრიანი მაგნუმიდან, ამ რევოლვერს გააჩნია უძლიერესი უკუცემა, შესაბამისად მისი გასროლისას მსროლელ გოგოს უკან უდგას სასროლეთის ინსტრუქტორი, რომელიც ხელით იჭერს მსროლელს და ამით აზღვევს.



თავადაც ნახავთ ვიდეოში როგორ "ისვრის" მსროლელ გოგოს უკან უკუცემის ძალა და როგორ იჭერს მას ინსტრუქტორი, ასევე საინტერესოა მსროლელი გოგოს ემოცია რომელსაც არ მალავს რამდენიმე გასროლის მერე.


0
784
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
784