x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი" - დომენიკ მანგო
image

"მგონი ყველაზე დროულია ამ წერილის დაწერა ჩემს ცხოვრებაში. დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი, იმ მიწაზე კი ჩემს მაგივრად გააშენეთ ულამაზესი ბაღი. არ გაგვიკეთოთ ძვირფასი ქვები, არც სახელები და არც სურათები. მხოლოდ ხეები და ყვავილები, მხოლოდ სილამაზე. ვისაც გული გეტყვით გულზე დამარგოთ ყვავილი ან ხილის ხე, რომელიც თქვენი ეზოდან სიყვარულით ამომიტანეთ, დაგვარგეთ გულზე. სულ ეს არის ჩემი დანაბარები. მიყვარხართ და იცოდეთ, არასდროს არ დაიხიოთ უკან როცა გული გკარნახობთ, რადგან სიკვდილადაც კი ღირს გულის თქმის ნდობა. თუნდაც ვერავინ ვერ გაგიგოთ და ყველა გემტერებოდეთ, ბოლოს მაინც სიყვარულამდე მიგიყვანთ გული.


ჩემი პირობა ქვას ტეხს და თქვენც დამპირდით, რომ არ მოგვაკლებთ ცოცხალ ყვავილებს, ხილის ხეებს, ჩრდილებს და სილამაზეებს. დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა.



ჯერ არ ვკვდები, მაგრამ თუ ავფეთქდით, იცოდეთ, რომ თქვენ მე მაცოცხლეთ. ყველა მაგინებელისთვის მიპატიებია და ვითხოვ პატიებას, თუ გული გატკინეთ.
P.S ჩემი ნინაც გვერდზე იქნება იმ ვარდების ქვეშ."-წერს სოციალურ ქსელში დომენიკ მანგო.

შეგახსენებთ, სამოაქალაქო აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო(ნამდვილი სახელი კუკური ბარამიძე)უკრაინაში, ფრონტზე 28 თებერვალს გაემგზავრა, მისი თაოსნობით კიდევ 60 მოხალისე წავიდა უკრაინის ომში.



“ორსრთულიანი ავტობუსი სავსეა. დავიძარით. გზად კიდევ შემოგვხდებიან და მივდივართ უკრაინაში, რათა უკრაინელ ხალხს ქართველებმა გამოვუცხადოთ სოლიდარობა და მივეხმაროთ მათ იმ ჭრილობების მოშუშებაში, რაც რუსებმა დამართეს.



თქვენ ფინანსური დახმარება გვჭირდება. ხუთდღიანი და რთული გზა არის”"-აღნიშნა დომენიკ მანგომ.


ამჟამად დომენიკ მანგო უკრაინელი და ქართველი ხალხის საქართველოში გამოგზავნით არის დაკავებული:


"იმ მოქალაქეებს, ვისაც ექნება სურვილი უმასპინძლოს უკრაინულ ოჯახებს, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მითითებულ ნომრებზე, დატოვონ თავიანთი კოორდინატები და საქართველოში ლტოლვილთა ჩამოსვლის შემდგომ, ეტაპობრივად მოხდება მათი ამ ოჯახებში გადანაწილება."-წერს დომენიკ მანგო.





1
114
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
2022, 14 მარტი, 9:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1