x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული

ფაშიზმის მიერ, ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, შეიძლება, ძალიან დიდ ხანს ჩამოვთვალოთ. ეს, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე სისხლიანი და დოკუმენტირებული გვერდია. მაგრამ აქ, ამ პარტიის მიერ ჩადენილ, მხოლოდ გლობალურ, ამაზრზენ და მახინჯ ქმედებებზე მივიქცევთ თქვენს ყურადღებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნაცისტების სისასტიკეს და დანაშაულებრივ ქმედებას, ადამიანების და კაცობრიობის წინააღმდეგ.


image


იძულებითი სტერილიზაცია


ნაცისტები ოცნებობდნენ, ჭეშმარიტი არიელების — ნახევარღმერთების რასის შექმნაზე. მართალია, ამისათვის საჭირო იყო ბევრი ბინძური სამუშაოს კეთება... მაგ., იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებსაც გარკვეული «ნაკლოვანებები» გააჩნდათ და მათთვის ამ «დეფექტების», შთამომავლობისთვის გადაცემის აკრძალვას.

ამიტომ, მესამე რაიხმა იძულებითი სტერილიზაციის მასიური პროგრამა დაიწყო, რომელიც მილების ლიგირებით და ვაზექტომიით ხორციელდებოდა. სხვადასხვა შეფასებით, ამ მანიპულაციებს 1934–დან — 1945 წლამდე, 200 ათასიდან — ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაექვემდებარა.

ეს კი, იმ დაავადებების სიაა, რომლის არსებობის შემთხვევაში, ადამიანს სტერილიზაცია უტარდებოდა:

დემენცია;

შიზოფრენია;

მემკვიდრეობითი სიბრმავე;

მემკვიდრეობითი სიყრუე;

ემოციური დარღვევები;

ეპილეფსია;

ჰანტინგტონის დაავადება (ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც კუნთების პერიოდულ ცახცახში ან სპაზმებშ ვლინდება);

ალკოჰოლიზმი;

მძიმე თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტები (ძალიან ბუნდოვანი პუნქტია);

ებრაული წარმომავლობა;

ბოშური წარმომავლობა;

აფრიკული წარმომავლობა.

image«ჩვენ არ ვართ მარტონი» — 1936 წლის გერმანული პოსტერი, იმ ქვეყნის დროშებით, სადაც იძულებითი სტერილიზაცია დაშვებული იყო


სტერილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ექიმს შეეძლო და მასვე ჰქონდა ოპერაციის ჩატარების უფლება, თან, პაციენტის თანხმობის გარეშე. ყველა ექიმი ვალდებული იყო, რომ აღრიცხვაზე აეყვანა მემკვიდრეობითი დაავადების მქონე ადამიანები და თუ ამას არ გააკეთებდა, საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა უწევდა. ფრიდრიხ ლენცმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ევგენიკას (ბერძ. eugenes – eu–საწყისი. genes–დაბადება) მიუძღვნა, ერთხელ განაცხადა, რომ 65 მლნ. გერმანელიდან, მინიმუმ, 1 მლნ., მათი სისუსტის გამო, გასასტერილებელი იყო.


ინვალიდი, ფსიქიკურად დაავადებული და უძლური ბავშვების ევთანაზია


თავდაპირველად, ევგენიკის მიმდევარი მეცნიერები, რომლებიც გაუმჯობესებული გენეტიკური მასალის მოსახლეობის მიღების შესაძლებლობაზე მუშაობდნენ, სხვადასხვა პათოლოგიით დაბადებული ბავშვების ლიკვიდაციის რეკომენდაციას არ იძლეოდნენ. ისინი მათ, არასრულფასოვანი ცხოვრებით სიცოცხლის საშუალებას აძლევდნენ. შემდეგ კი, რაღაცნაირად, «თავის თავად» მოხდა, რომ მესამე რაიხის ლიდერებმა, ამ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს, რადგან ე. წ. სუბადამიანები, თავიანთი მდგომარეობის გამო, ადამიანებისთვის შეუფერებელი, «უღირსი» ცხოვრებით ცხოვრობდნენ, უფრო სწორედ არსებობდნენ, რაც ადამიანისთვის დამამცირებელი იყო.

imageბავშვთა ევთანაზიის პროექტი — «Т-4» სახელით არის ცნობილი. მან სტარტი 1939 წელს აიღო და უკვე 2 წლის შემდეგ, გერმანიის სამედიცინო სამსახურმა ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვით, ლიკვიდირებული იყო 200 ათასი ინვალიდი ახალშობილი და დემენციით დაავადებული ადამიანი, ასევე 60 ათასი მოხუცი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლო. თავიდან, ლიკვიდაციას ექვემდებარებოდნენ ახალშობილები, რომლებსაც ფიზიკური გადახრის ნიშნები დაბადებისთანავე აღენიშნებოდათ. ხოლო მოგვიანებით, იგივე მიზეზით, ამ სიაში მოხვდნენ ბავშვები, 7 წლის ასაკამდე — ისინი, ვინც საკუთარი ნაკლის «დამალვა» დაბადების დროს მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების დიდი უმრავლესობა ნაცისტური იდეოლოგიით მოხიბლული იყო, მათ საკუთარი შვილების და მოხუცების მკვლელობა არ მოსწონდათ. ხალხმა აქციების მოწყობა დაიწყო... და ევგენიკის სამსახურს, საკუთარი საქმიანობის მასშტაბების შემცირება მოუხდა. თუმცა, «არასრულფასოვანი» ადამიანების მკვლელობები გრძელდებოდა. მაგ., ერთ–ერთმა ფსიქიატრმა, ვალენტინ ფალტჰაუზერმა, იმ მოტივით, თითქოს მათზე «დიეტა–Е»–თი მკურნალობის მეთოდს ცდიდა, საკუთარი პაციენტები შიმშილით დახოცა. მის მაგალითს, მოგვიანებით, სხვა ექიმებმაც მიბაძეს.


ლებენსბორნი



image«ლებენსბორნის» სამშობიარო სახლი


იმ ადამიანების ლიკვიდაციასთან ერთად, «რომლებიც, საკუთარი არსებობით, თავად სიტყვას — ადამიანი, შეურაცხყოფდნენ», საჭირო იყო ახალი თაობის ადამიანების «გამოყვანა». ბევრი, ნაცისტებისთვის ყველა თვალსაზრისით შესაფერისი, ღია ფერის თმით, ცისფერი თვალის ფერით, კარგი აღნაგობის, ძლიერი ბავშვები, მათ მიერ ოკუპირებულ, აღმოსავლეთის ტერიტორიებზე ცხოვრობდა. ასეთ ბავშვებს მშობლებს ართმევდნენ და გერმანიაში მიჰყავდათ. image
იქ პატარებს სპეციალურ დაწესებულებებში ათავსებდნენ, რომლებიც «ლებენსბორნის» (სიცოცხლის წყარო) პროექტში იყო ჩართული. სუფთა წინსაფრებში გამოწყობილი, ახალგაზრდა და სასიამოვნო გარეგნობის ძიძები, ბავშვებს გერმანულს ასწავლიდნენ და მათზე ზრდიდნენ. პატარებს ახალ სახელებს აძლევდნენ და ძველი ცხოვრების დავიწყებას აიძულებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მათი მშობელი, რომლებიც წმინდა სისხლის გერმანელები იყვნენ, ომში დაიღუპნენ და თავი ფიურერისთვის გაწირეს. ძალიან პატარებს კი, უშვილო გერმანულ ოჯახებში აშვილებდნენ.

გარდა ამისა, ევგენიკის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ნამდვილი არიელების გაჩენა გერმანელ ქალებსაც შეეძლოთ, მაგრამ ისინი რჩეული გერმანელი ოფიცრებისგან უნდა დაფეხმძიმებულიყვნენ. ამისთვის კი, «ლებენსბორნის» პროექტის ფარგლებში, სპეციალური სახლები შეიქმნა, რომელშიც ყველა გაგებით «სუფთა» ქალები, იმდენ ხანს რჩებოდნენ, ვიდრე არ დაფეხმძიმდებოდნენ. ხოლო შემდეგ, ცხოვრებას, ბავშვთან ერთად, მსგავსი ტიპის დაწესებულებაში აგრძელებდნენ.


ჰომოსექსუალების დევნა


ჰომოსექსუალების ადგილი არიელებს შორის არ იყო! ისინი ჯანმრთელი საზოგადოების სხეულზე, სამარცხვინო ბეჭდად ითვლებოდნენ. ამიტომ, 1936 წელს ჰიმლერმა აბორტებთან და ჰომოსექსუალებთან ბრძოლის საიდუმლო უწყება შექმნა. ერთსქესიანთა სიყვარული ხელისუფლებას იმიტომ არ მოსწონდა, რომ ეს შობადობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

imageახალი განკარგულების თანახმად, ქალაქის ქუჩებში, პოლიციას მკაცრი და ყურადღებიანი დაკვირვება უნდა ეწარმოებინა. გარდა ამისა, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების დაბეზღება წახალისებული იყო. ხოლო, ინფორმაციის დაფარვა, 2 მამაკაცის ან 2 ქალის ურთიერთობის შესახებ, ისჯებოდა. მოგვიანებით, ბრძანება გამოიცა, რომლის თანახმად, ასეთი ადამიანების გამოსწორების მიზნით, მათ საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებდნენ.

მაგ., 1944 წელს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში სასჯელს 189 ჰომოსექსუალი იხდიდა. იგივე ბანაკში სამედიცინო ექსპერიმენტები ტარდებოდა მსგავსი პრობლემებისგან ადამიანების განკურნების მიზნით.

ვერმახტის მმართველობის პერიოდში, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო, 50 ათასამდე ადამიანი იყო რეპრესირებული. სხვადასხვა შეფასებით, 5–დან — 15 ათასამდე ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებში იქნა გაგზავნილი.


«ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა»


image


ტერმინი «ებრაელთა საკითხი» — ევფემიზმი იყო, რომლითაც «ყველა ებრაელის ფიზიკური მოსპობას» ფრაზის ჩანაცვლება ხდებოდა. «ებრაელთა რასობრივი არასრულფასოვნების» იდეამ ადოლფ ჰიტლერი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეიპყრო და ამის შესახებ მან, გერმანიის არმიის სარდლობას ჯერ კიდევ 1919 წელს მიწერა.

imageხოლო, 1938 წლის დასაწყისიდან, ნაცისტებმა ებრაელების გერმანიიდან გაძევება გადაწყვიტეს. ყველაზე გამჭრიახი და იღბლიანებმა (დაახლოებით, 500 000 კაცმა) ქვეყანა II მსოფლიო ომის დაწყებამდე დატოვეს. 1939 ჯერ გერმანიაში და შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ებრაელებისთვის გეტოების შექმნა დაიწყეს, რომლიდანაც ჯერ პერიოდულად, ხოლო შემდეგ სისტემატურად, ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნა ხდებოდა. 1941 წელს კი, მათი მასობრივი განადგურება დაიწყეს. სიკვდილის ბანაკებში, საერთო ჯამში, 2, 7 მილიონი ებრაელი დაიღუპა. ხოლო, ჰოლოკოსტის პერიოდში — დაახლოებით, 6 მილიონი.

ნიურნბერგის პროცესზე, ომის დამნაშავე ნაცისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ სასჯელს თავის აღწევდნენ, რადგან ისინი, უბრალოდ, ბრძანებას ასრულებდნენ. ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი, თავად ჰიტლერს ეკისრებოდა.

თუმცა ასე არ მოხდა: განსასჯელთა სკამზე მყოფ, 12 მაღალჩინოსან ნაცისტს სიკვდილიტ დასჯა მიესაჯა, 3–ს — სამუდამო პატიმრობა და კიდევ 4–ს — 20, 15 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაამართლეს მხოლოდ 3: ჰანს ფრიჩე (განათლების მინისტრი), ფრანც ფონ პაპენი (პოლიტიკოსი და დიპლომატი) და ჰიალმარ შახტი (ეკონომიკის მინისტრი).


imageნიურნბერგის პროცესი


imageარხის სხვა სიახლეები:


* ბავშვს უყიდა, მაგრამ თვითონ გააფერადა...

* მამაკაცმა საკუთარი სარდაფის კედელი დაანგრია და უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა

* "ახალი ადამიანები" – ტრანსგენდერები "გარდასახვამდე" და მას შემდეგ

* არც ინტერნეტი, არც სოციალური ქსელები, მაგრამ მაინც ერთობოდნენ... (22 ფოტო)

* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* ორი გარემოება, რის გამოც ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას ასრულებს

* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა


0
1533
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0