x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120582
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
ორი გარემოება, რის გამოც ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას ასრულებს

ადამიანის გარდაცვალება — ყოველთვის გამოცანაა... და ამ საკითხთან დაკავშირებით, უამრავი კითხვის დასმა შეიძლება. მაგ., თუ რატომ ხდება, რომ ზოგიერთები, ამ ქვეყნიდან მოხუცები მიდიან, ზოგი კი, ახალგაზრდები? რატომ კვდებიან ჩვილები? რატომ იტანჯებიან ერთნი, სიკვდილის წინ, სხვები კი, არა? რატომ არის, რომ ცხოვრებისგან გადაღლილი, ზოგიერთი მოხუცი, ვერ მიდის ამ სამყაროდან? რატომ კვდება ზოგიერთი უმარტივესი დაავადებით, სხვებს კი, საშინელი დაავადებაც ვერაფერს აკლებს?.. და ასეთი რატომ, — უამრავია...


image


ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა ქრისტიანულ რელიგიას შეუძლია. სახარებაში პირდაპირ წერია, რომ იესომ, სადუკეველთა განცხადებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მკვდრეთით აღდგომის ფაქტები არ ყოფილა, უპასუხა:

«ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისაა, რადგანაც მისთვის ყველა ცოცხალია». (ლუკა. 20.38.)

ეს მეთოდოლოგიური გასაღებია, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას, ერთი შეხედვით, ყველა გადაუჭრელ კითხვაზე და სიკვდილთან დაკავშირებულ, საიდუმლოს საკითხების შესწავლისას.

imageამრიგად, ღმერთისთვის სიკვდილი არ არსებობს — მხოლოდ ერთი სამყაროდან, მეორეში გადასვლა არის. გადასვლა ერთი მდგომარეობიდან — მეორეში, ერთი გარემოდან — მეორეში, ერთი კლასიდან —მეორეში, ერთი სკოლიდან — მეორეში…

სხვათა შორის, ბოლო შედარება, მეტად პროდუქტიულია!.. რადგან სიკვდილ–სიცოცხლის მექანიზმის უკეთესად გასაცნობიერებლად, სწორედ სკოლაში არსებული წესები დაგვეხმარება: სიცოცხლე — სკოლაა, ხოლო სიკვდილი — სხვა კლასში გადასვლა არის, სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე, ან უფრო დაბალზე, თუ ადამიანი პროგრამა სათანადოდ ვერ აითვისებს.
მაღალი საფეხური — სამოთხეა, თავისი უთვალავი «კლასებით», დაბალი საფეხური კი — ჯოჯოხეთია, «სისასტიკის» სხვადასხვა დონით.

ხოლო, ხანგრძლივი სიცოცხლე — «პროგრამის» ათვისების, უნარ–ჩვევების გამომუშავების და ნასწავლი მასალის განმტკიცების შესაძლებლობას იძლევა.

imageზემოთქმულიდან გამომდინარე, პირველ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს აითვისებს, მასში ნამდვილ სიკეთეს დაინახავს და მისკენ სწრაფვას იწყებს — მარადიულ სიცოცხლეზე კურთხევას იღებს.

ამ ცხოვრებიდან წასვლის მეორე გარემოება კი, მეტად დამაფიქრებელია, რადგან ამ სამყაროში მოხვედრილმა ადამიანმა, შეიძლება, განვითარება მხოლოდ სიკეთეში კი არა, ბოროტებაშიც პოვოს. ზოგიერთი ადამიანისთვის — ეს ცხოვრების, თითქმის, მთავარი მოწოდება და აზრი ხდება. ასეთი ადამიანები სიკეთეზე უარს ამბობენ და დადებითი იმიჯის შესაქმნელად, თვალთმაქცობენ.

ღმერთი კი იცდის, რადგან სკოლა, სკოლაა... კარგი სკოლიდან უღირს მოსწავლეს მაშინვე არ აგდებენ და მას გამოსწორების შანს აძლევენ. თუმცა, რაღაც მომენტში, ყველაფერი სრულდება: როგორც სკოლაში ხდება ხოლმე, ზეციური «ადმინისტრაციაც», იმ აზრამდე მიდის, რომ მოსწავლე «გამოუსწორებელია» და მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს...

ამრიგად, ცხოვრებიდან წასვლის ორი ძირითადი გარემოება არსებობს:

I. ამ ცხოვრების გაკვეთილების სწავლა და მარადიული სიცოცხლისთვის მზადყოფნა;
II. უიმედო სტაგნაცია ბოროტებაში, გამოსწორების იმედის გარეშე;


image

არხის სხვა სიახლეები:


* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* საინტერესო ფაქტები ფრინველების შესახებ. უნიკალური შეფერილობის ფრინველები (25 ფოტო)

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში

* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ეგვიპტის ფარაონები და უცხოპლანეტელები


0
784
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
784
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0