x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მესამე სქესი» არ არსებობს.... არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დიაგნოზი უკვე ცნობილია

ბრიტანელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს დნმ-ის ნაწილი, რომლის გათიშვის შემთხვევაში, ამ ქვეყანას მხოლოდ გოგონები მოევლინებიან. ამჟამად კვლევები მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, თაგვებზე ტარდება და საკუთარი კვლევის შუადედური შედეგებ მეცნიერებმა ჟურნალ «Science» («მეცნიერება»)-ში გამოაქვეყნეს («Sex reversal following deletion of a single distal enhancer of Sox9»).


image


იმის გასაცნობიერებლად, თუ რაოდენ დიდ სამეცნიერო აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, იმის თქმაც საკმარისია, რომ «გოგონას» «ბიჭად» გარდაქმნის პროცესში დნმ-ის 1 ან რამდენიმე ნაწილი მონაწილეობს. ხოლო, ადამიანის გენომში მილიონამდე ასეთი ნაწილია, რომელიც საერთო ჯამში, 21 000 გენის აქტიურობას მართავს.

სიცოცხლის პირველ კვირებში, ძუძუმწოვრების უდიდესი ნაწილის ემბრიონში მხოლოდ იმ გენების აქტივირება ხდება, რომლებიც «მდედრობით» X-ქრომოსომას შეიცავს, ხოლო «მამრობითი» Y-ქრომოსომა, უფრო მოგვიანებით ირთვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის პირველ დღეებში ყველა ჩანასახი მდედრობითი სქესის არის. სწორედ მდედრობითი სქესიდან მამრობით სქესში გადასვლის მექანიზმი აღმოაჩინეს ფრენსის კრიკის ინსტიტუტის (ლონდონი) გენეტიკოსებმა. მათ დნმ-ის ჯაჭვში საჭირო მონაკვეთების მოსაძებნად, ექსპერიმენტები თაგვების ემბრიონებზე ჩაატარეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სქესის რაობას ორი გენი – Sox9 და Sry განსაზღვრავს. პირველი გენი სასქესო ორგანოების განვითარებაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო მეორე – საქმეში მაშინ ერთვება, როდესაც ჩანასახის სქესი უკვე განსაზღვრულია. გენეტიკოსებმა გადაწყვიტეს უჯრედებს შორის იმ მუტაციების მოძებნა, რომლებიც ამ გენების სიახლოვეს მდებარეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ დნმ-ის მცირე ნაწილი – ენჰანსერ 13 (Enh13), რომელიც Sox9-ის გვერდით მდებარეობს, საჭირო მომენტში, SOX9 პროდუქტიულობას ზრდის (ხდება ცილის უჯრედების დაყოფა: 1-დან 2 მიიღება, 2-დან 4 და ა. შ), რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მამაკაცური სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებას. ხელოვნური ჩარევის და ამ ზონის ამოკვეთის შემდეგ, ყველა ემბრიონს, გამონაკლისის გარეშე, მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები განუვითარდა.

ფუნდამენტური ცოდნის გარდა, რომელიც მეცნიერებმა მიიღეს, აღმოჩენა შესაძლებელია მედიცინაშიც სასარგებლო იყოს. მედიკოსები ათწლეულების მანძილზე იკვლევდნენ სქესობრივი განვითარების დარღვებს და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ამ ტიპის პრობლემების მიზეზი გენი (დნმ-ს მონაკვეთი, ისევე, როგორც Enh13) კი არ არის, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ ენჰანსერ 13 არის.


image


ყოველწლიურად, 5500 ბავშვიდან – ერთი, ერთმანეთთან შეუსაბამო სასქესო ორგანოებით და ქრომოსომების ნაკრებით იბადება. «Enh13 იმდენად მნიშვნელოვანია თაგვებში, რომ სავარაუდოდ, ის მნიშვნელოვან გავლენას ადამიანის განვითარებაზეც ახდენს. შესაძლებელია, მიღებული ცოდნა სექსუალური დარღვევების დიაგნოსტირებისას და ადამიანის სქესობრივი ფუნქციის ცვლილებაშიც იყოს გამოყენებული» — აღნიშნა შრომის ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფ. რობინ ლოველ-ბეჯმა (Robin Lovell-Badge).

ამრიგად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიზეზს, სამედიცინო ენაზე, ქრომოსომული დისბალანსი ჰქვია. ხოლო, «ადამიანურ ენაზე» — მსგავსი დარღვევების მქონე ადამიანების შინაგანი სამყარო და ბუნება, მათ სქეს არ შეესაბამება... და თუ ორი მამაკაცი ერთმანეთისადმი რომანტიკულ გრძნობას განიცდის, ისინი შიგნიდან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან და მათი ამგვარი ურთიერთობა, საწინააღმდეგო სქესის მიმართ, სავსებით ნორმალურია. იგივე ხდება იმ ქალბატონების შემთხვევაში, რომლებიც შიგნიდან, თავს მამაკაცად გრძნობენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ბუნებაა და მის წინააღმდეგ ბრძოლას, აზრი არა აქვს. მას ვერც ჯვარი დაამარცხებს და მით უმეტეს, ვერც ფიზიკური დაპირისპირება. თუმცა, მეორეს მხრივ, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც გეი აღლუმებს აწყობენ, ამით საკუთარ განსხვავებულობას უსვამენ ხაზს და საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანებას იწვევენ...imageimage

არხის სხვა სიახლეები:imageimageimage1. თემურლენგის წყევლა: რატომ დააბრუნებინა სტალინმა დიდი ემირის თავის ქალა სამარხში
2. 8 მცდარი წარმოდგენა დეპრესიაზე, რის გამოც ბევრი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად
3. იცით რატომ არ უყვართ ებრაელები?
4. ვამსხვრევთ მითებს ქალების შესახებ
5. 11 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის (გემრიელი და ჩვენთვის ხელმისაწვდომი)

6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?

0
1001
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0