x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ABBA»–ს შავთმიანი ვოკალისტი «ჰიტლერის საჩუქარი» იყო

image


ანი-ფრიდ ლიუნგსტადი ლიბენსბორნის (გერ. Lebensborn — «სიცოცხლის წყარო») ორგანიზაციის სამშობიაროებში დაბადებული, 20 000 ახალშობილიდან, ერთ–ერთი იყო. ეს ორგანიზაცია 1935 წელს დაფუძნდა და «რასობრივად სუფთა» დედების მომზადებას ემსახურებოდა, რომლებიც უნდა დაფეხმძიმებულიყვნენ და «ჭეშმარიტი არიელები» გაეჩინათ.

ნორვეგიაში «ლიბენსბორნის» 10 პუნქტი მუშაობდა. ითვლებოდა, რომ სკანდინავიელები, სისხლით, ყველაზე ახლოს იყვნენ არიულ რასასთან და ამიტომ, გერმანელი ოფიცრების კავშირი ადგილობრივ ქალბატონებთან ყველანაირად წახალისებული იყო. აღნიშნული პროგრამით, ნორვეგიაში 12 ათასი ბავშვი დაიბადა.


image


19 წლის ნორვეგიელი სიუნ ლინგსტადი, ლიბენსბორნის პროგრამაში მოხვედრილი, ერთ–ერთი დედა იყო. რაც შეეხება ბავშვის მამას — გერმანელი სერჟანტი ალფრედ ჰეიზი იყო, რომელიც ნორვეგიაში დისლოცირებულ ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში მსახურობდა.

გერმანელების ოკუპაციისგან ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ, პატარა «სუპერბავშვებს» და მათ დედებს, ადგილობრივი მოსახლეობის რისხვა დაატყდათ. ანი-ფრიდის დედამ ქალიშვილი ბებიასთან ერთად, შვედეთში გაგზავნა. ხოლო, 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. დაობლებული გოგონა ისე გაიზარდა, რომ არც საკუთარი დაბადების ისტორია იცოდა და არც ის, რომ «ჰიტლერის საჩუქრის» სტატუსით დაიბადა (ასე ეძახდნენ ბავშვებს, რომლებიც ქვეყანას ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში მოევლინნენ).


image


მისი დაბადების საიდუმლო მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ანი-ფრიდი საკულტო ჯგუფის – «АВВА»–ს სოლისტი გახდა. ის ცნობილი ჯგუფის ერთადერთი არაშვედი მონაწილე იყო. არაფერი იცოდა ქალიშვილის არსებობის შესახებ ალფრედ ჰეიზმაც. ის სხვა ნაწილში გადაიყვანეს და მომავალი ქალიშვილის დედასთან კავშირი იქამდე გაწყვიტა, ვიდრე გაიგებდა, რომ მამა უნდა გამხდარიყო. ჟურნალისტებმა მას გერმანიაში მიაგნეს და მამა–შვილი ერთმანეთს შეახვედრეს. თუმცა, მათი ურთიერთობა ვერ აეწყო.


P.S. «ლიბენსბორნის» პროექტის გარდა, იყო კიდევ ერთი საიდუმლო პროექტი – «ტორი», რომლის ფარგლებში, ჰიტლერი ნამდვილი არიელების გამრავლებას საკუთარი გენით გეგმავდა. ამისთვის კი, მისი სპერმით, გერმანელი და ნორვეგიელი გოგონების განაყოფიერება მოხდა. შედეგად, სამეცნიერო ლაბორატორიაში, ქვეყანას 20 ბავშვი მოევლინა. ხოლო, ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, როდესაც მისი ევაკუაცია გახდა საჭირო, პატარები ღარიბ ოჯახებში გააშვილეს...


image

არხის სხვა სიახლეები:


მედიკოსებმა ადამიანთა ჯგუფი დაასახელეს, რომელსაც კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს


15 საინტერესო ფაქტი სპილოების შესახებ


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


10 უცნაური და საინტერესო ფაქტი ძველი რომის შესახებ


მიქელანჯელომ ავტოგრაფი მხოლოდ ერთ ნამუშევარზე დატოვა და შემდეგ ინანა

1
1292
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1292
  
2021, 5 ოქტომბერი, 10:32
მაქვს წლების წინ ინტერვიუ წაკითხული ანა ფრიდასთან,ძალზე განიცდიდა და ბევრი დამცირება აქვს გადატანილი მაგის გამო ბავშვობაში..
0 1 1