x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პროპაგანდის მიზნით გაყალბებული ფოტოსურათები – II მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ფეიკები

თანამედროვე ფოტოგრაფები და ფოტომოყვარულები ფოტოების რედაქტირებისთვის, გრაფიკულ პროგრამებს იყენებენ. მაგრამ წარსულში, ვიდრე ფოტოშოპი კი არა და, კომპიუტერი შეიქმნებოდა, ფოტომონტაჟს და კორექციას საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ.

აქ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელიც გაყალბებული, პროპაგანდის მიზნით იყო.


1. გაყალბებულ ფოტოს წინა პლანზე, ხეზე ჩამოხრჩობილი საბჭოთა მედდაა, ირგვლივ კი, მომღიმარე გერმანელი ჯარისკაცები დგანან. ფოტოს ორიგინალზე, კადრის ცენტრში, მამაკაცი დგას.image


2. გაყალბებული ფოტო და ორიგინალი.imageimage


3. «გერმანელი ჯარისკაცი დედა–შვილს ესვრის. დედას ხშირად აიძულებდნენ ბავშვის ჩახუტებას, რომ ერთი გასროლით, ორივე მოეკლათ» — ასეთი წარწერა ჰქონდა, ქვემოთ მოცემულ ფოტოს. მაგრამ ეს — ფოტომონტაჟია. ჯარისკაცის ფორმა არ შეესაბამება დროს იმ პერიოდს. ხოლო, ობიექტის ჩრდილები, სხვადასხვა მიმართულებით ფიქსირდება, რაც შეუძლებელია ნებისმიერი განათების დროს. გარდა ამისა, აშკარად ჩანს, რომ ბავშვიანი ქალის ფოტო, სხვა სურათიდან არის ამოჭრილი, ისევე, როგორც ჯარისკაცი. საერთო ჯამში, ეს ძალიან პრიმიტიული და უხარისხო ფოტომონტაჟის მაგალითია.image


4. ამ ფოტოზე გაყინული გერმანელი ოფიცერია, რომელსაც ხელში მოპარული ლარნაკი აქვს. ფოტოს ორიგინალი დაკარგულია, მაგრამ ისედაც ჩანს, რომ ის დამონტაჟებულია.

image


5. ამ ფოტოზე კი, დატყვევებულ გერმანელ ჯარისკაცს საკუთარ მსხვერპლთა ფოტოები უკავია. სინამდვილეში, ფოტოებზე, რომელიც მას ხელში უჭირავს, მისი შვილები იყვნენ. image


6. ეს კი, გერმანელი ჯარისკაცების უგულობის სადემონსტრაციო ფოტოა. სინამდვილეში, ამ მომღიმარ მამაკაცებს ფოტო მაშინ გადაუღეს, როდესაც ბატები საველე სამზარეულოში მიჰყავდათ.imageimage


7. გვამების მთას ამ ფოტოზე, ხშირად, საკონცენტრაციო ბანაკში, წამებით დაღუპულ ადამიანებად ასაღებდნენ.image


მაგრამ სინამდვილეში, ფოტო დრეზდენშია გადაღებული, მოკავშირეების მიერ, მისი დაბომბვის შემდეგ.imageimageდრეზდენი, 1945 წ.


8. საკონცენტრაციო ბანაკის გადაღებული ფოტო — ნაჩვენებია, თუ როგორ მშვიდად წვავენ ადამიანები, სხვა ადამიანის ცხედარს.image


ფოტოე ორიგინალზე კი, არანაირი გვამი არ არისimage


9. სურათზე გერმანელი გენერალი ვოლტერ კრიუგერია, რაინდის ჯვრის გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც მას ხარკოვისთვის მესამე ბრძოლის შემდეგ, 1943 წლის აპრილში მიანიჭეს.image


გაყალბებულ ფოტოსე კი, ტანკის ლულაზე, ქალის სიკვდილით დასჯის სცენაა ასახული.image


10. ამ ფოტოს ორიგინალს ძალიან დაბალი პროპაგანდისტული ღირებულება აქვს.imageimage


მისი რედაქტირებული ვარიანტი კი, გერმანელი ჯარისკაცის სისასტიკეს გადმოსცემს, რომელიც უიარაღო ქალებს თოფს უმიზნებს.

ფოტოს გაყალბებული ვარიანტის ხარისხი დაბალია, ხოლო ობიექტის კიდეები გადარეცხილი. გარდა ამისა, ჩრდილებსაც სხვადასხვა მიმართულება აქვს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში

* 1 ბომბდამშენი ყოველ 63 წუთში და სხვა საინტერესო ფაქტები ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

* 10 ისტორიული ფაქტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო


5
647
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
647
  
2022, 17 მარტი, 19:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2022, 17 მარტი, 10:38
გენოციდიც იყო და ფაშისტების მიერ ჩადენილი დანაშაულიც უსაზღვრო და საშინელია. მაგრამ, იმ პერიოდში, ასეთი რაღაცეებიც ხდებოდა. ეს ომის ისტორიის ნაწილია, ფაქტი, რომელიც მოხდა.
2022, 17 მარტი, 10:35
ეს მხოლოდ ფაქტის კინსტატაციაა და ჩემი პირადი გრძნობები არაფერ შუაშია... და არც არაფერი მიკადრების. მე რომ გამეკეთებინა ეს ფოტომონტაჟი, დამიჯერეთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა.
2022, 17 მარტი, 5:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 16 მარტი, 20:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5