x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა მოხდებოდა, II მსოფლიო ომში სსრ კავშირი რომ დამარცხებულიყო? – ჰიტლერის შემდგომი გეგმები

ჰიტლერი ბერლინის მეგაპოლისად ქცევას გეგმავდა და მას «მსოფლიო დედაქალაქი გერმანია» ერქმეოდა. ეს იქნებოდა ქალაქი, რომლის «შედარება მხოლოდ ძველ ეგვიპტესთან, ბაბილონთან, ან რომთან» იქნებოდა შესაძლებელი და ის, «ათასწლოვანი რაიხის» სიდიადის დემონსტრირებას მოახდენდა.


imageჰიტლერი «გერმანიის დიდი დარბაზი» ფონზე


პროექტის მიხედვით, მეგაპოლისში ძალიან განიერი ქუჩები უნდა ყოფილიყო, შუქნიშნების გარეშე, რომელიც მხოლოდ სამხედრო აღლუმებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ხოლო, ავტომფლობელები და ფეხითმოსიარულენი, მიწისქვეშა გვირაბებით ისარგებლებდნენ.

ბერლინის რესტრუქტურიზაცია 30-იანი წლების ბოლოს დაიწყო. დაიგეგმა გვირაბები, საგზაო კვანძები, სატრანსპორტო რგოლები, ახალი მეტროს ხაზები, რკინიგზის სადგურები და აეროდრომი. მშენებლებმა ქალაქის მთელი უბნები დაანგრიეს... პროექტის ავტორები საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ და ახალი ქუჩის ნათურების დიზაინიც კი შეიმუშავეს, რომელიც გზის გასწვრივ არ უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული, რომ აღლუმების დროს, მაღალი ბანერების გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალა.

ჰიტლერი გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და ამიტომ, მსოფლიოს მომავალს, თამამად გეგმავდა...

საბჭოთა კავშირის დამარცხება ჰიტლერის საბოლოო მიზანი არ იყო და ამის მტკიცებულებად, შეგვიძლია მისი განცხადებები, ჰიმლერის გამოსვლები, როზენბერგის სტატიები და კიდევ არაერთი ფაქტი მოვიყვანოთ. სსრ კავშირთან ომის გეგმა, მისი, თითქმის, მთელი ევროპული ნაწილის სრულ დაპყრობას ითვალისწინებდა. ამასთან, გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე – ნავთობით მდიდარი კასპიის რეგიონი იყო.


image


ომის დასრულების შემდეგ, ნაცისტები, გადარჩენილი საბჭოთა მოქალაქეების გაგზავნას, ურალის მთების მიღმა აპირებდნენ. ციმბირის კლიმატი და ეკონომიკური ბლოკადა, ამ ადამიანებს გადარჩენის შანსს არ აძლევდა... და თუ არსებობას მაინც შეძლებდნენ, მათ მონის ხვედრი ელოდათ.

«Drang nach Osten!» («მთელი ძალებით აღმოსავლეთისკენ») – ამ სლოგანით მოქმედებდა ჰიტლერი, როდესაც სსრ კავშირს თავს დაესხა. მას 1941 წლის 22 ივნისისთვის, თითქმის მთელი დასავლეთ ევროპა ოკუპირებული ჰქონდა. შეუძლებელი იყო, მხოლოდ დიდ ბრიტანეთთან გამკლავება. მაგრამ, სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ, ჰიტლერს ამ ქვეყნის დაპყრობის საშუალება ექნებოდა... მაგრამ, შესაძლებელი იყო იმის დაშვება, რომ ინგლისელები გერმანელებს ჩაბარდებოდნენ? – რთული სათქმელია. გერმანელი პოლიტიკურ ელიტაში კი, ასეთ ვარიანტსაც განიხილავდნენ.

რა იქნებოდა შემდეგ? – ევროპაში «წესრიგის დამყარებისთანავე», III რაიხი არმია აფრიკის და აზიის ტერიტორიებზე გადაინაცვლებდა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების დაპყრობა, ისეთი რთული არ იქნებოდა, როგორც სსრ კავშირის ან ბრიტანეთის. თან, იმ პერიოდში, ამ ქვეყნების უმრავლესობა, ისედაც ინგლისის და ევროპის სხვა ქვეყნების კოლონიები იყო. ასე, რომ, იქ ჰიტლერი პრობლემას ვერ ხედავდა.

ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანეთში და ავსტრალიაში ლაშქრობას არ გეგმავდა. ეს ტერიტორიები მის ერთგულ მოკავშირეს – იაპონიას უნდა დარჩენოდა. როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიამ მნიშვნელოვანი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის, კოლონიებიც. ამიტომ, ჰიტლერს ყველაფრის დაბრუნება და ამავდროულად, თითქმის მთელი აფრიკის ხელში ჩაგდება ჰქონდა განზრახული.

რაც შეეხება «ახალ სამყაროს», ფიურერი თვლიდა, რომ აშშ «ებრაული» სახელმწიფო იყო და აცნობიერებდა, რომ მასთან გამკლავება ადვილი არ იქნებოდა. ეს სუსტი ევროპული კი არა, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო. მაგრამ, ამ ეკონომიკური სიძლიერისთვის ძირი გამოთხრა, მაინც შესაძლებელი იყო... ჰიტლერს გეგმა ამისთვისაც ჰქონდა:
– მთელი ჩრდ. ამერიკის ეკონომიკური ბლოკადა.
– ლათინური ამერიკის მოსახლეობის იარაღით და ფულით მომარაგება და მათი ფსიქოლოგიური დამუშავება, რომელიც შეერთებული შტატების მიმართ, სიძულვილის გაღვივებისკენ იქნებოდა მიმართული.
– ისლანდიის და აზორის კუნძულების დაპყრობა.
ასე, რომ, ჰიტლერს მთელი მსოფლიოს გადაკეთების გეგმა ჰქონდა... და საბედნიეროდ, არ დასცალდა!!!


image

არხის სხვა სიახლეები:


* მზის სისტემა ხელოვნურად არის შექმნილი?!

* უძველესი შუმერული ტექსტებით, დედამიწის ყველაზე საშინელი საიდუმლო გაიხსნა

* მეკობრე ქალები


3
467
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
467
  
2023, 27 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3