x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რუსეთის 1 არხი, ქართულად ნათარგმნი თბილისსა და მთელს საქართველოს რომ ფარავს, არ აპროტესტებთ?
image


უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების დღიდან კიდევ ერთხელ გააქტიურდა საკითხი რუსული მედიის საქართველოში შეზღუდვისა და რუსული პროდუქციის აკრძალვის თაობაზე. აქცენტი კეთდება რუსული ტელეარხების საქართველოში გათიშვის შესახებ, თუმცა რატომღაც არავის ახსენდება ის ფაქტი, რომ რუსული ტელეარხები საქართველოში მხოლოდ საკაბელო და სატელიტური ტელევიზიებითაა ხელმისაწვდომი, მათ სრული დაფარვა არ აქვთ და უფასო ღია ეთერით არ ვრცელდება.


მაგრამ ალბათ შეგიმჩნევიათ, რუსეთის 1 არხს საქართველოში ქართული ფილიალი აქვს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უკვე 7 წელია ტელეკომპანია „პირველი გასართობი“ თბილისიდან მთელი საქართველოს მასსშტაბით ოთახის ანტენებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უფასო დაფარვით მაუწყებლობს. ამ არხზე მხოლოდ რუსსეთის სახელმეიფო ტელევიზიის მიერ მომზადებული გადაცემები გადის, რომლებიც ქართულ ენაზეა ნათარგმნი და 24 საათის განმავლობაში ამ ეთერში მხოლოდ ქართულად გახმოვანებული რუსული ტელეგადაცემები გადის. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსული მენტალიტეტის განმტკიცებაში ამ ყველაფერს თავისი წვლილი შეაქვს.


ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოში მოქმედ რუსულ გასართობ არხს მართავს შპს „რბჯ“, (ვებ გვერდი: http://1gasartobi.ge/) რომლის დირექტორია ანა იურინა მანჯგალაძე. თუმცა არხის დოკუმენტებში და რეგულირების დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანია გასართობი გადაცემების და ფილმების მომზადებას უზრუნველყოფს. მაგრამ არსად არაა მინიშნებული, რომ ეს არხი რუსეთის გადაცემების გახმოვანება ტრანსლაციას ახორციელებს და არა გადაცემების მომზადებას. იხილეთ დეკლარაცია აქ>>


.

დამფუძნებელ დოკუმენტებში რუსეთთან კავშირი არ ჩანს, თუმცა ტელეარხის ლოგო რუსეთის პირველი არხის მსგავსია და მხოლოდ ქართული წარწერა აქვს დამატებული.

.

სამაუწყებლო კომპანია ”რ.ბ.ჯ”–ის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს კრძო-სამართლებრივი გარიგებიდან შემოსული თანხები და დამფუძნებლების მიერ შენატანი (სესხი).
საქმიანობის გეგმა: სამაუწყებლო კომპანიის მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმა დასახულია მისი კონცეფციის შესაბამისად. კომპანია მიზნად ისახავს საზოგადოების გასართობი, იუმორისტული, მუსიკალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საბავშვო, ინტელექტუალური, დოკუმენტური და სხვა ტიპის გადაცემების ჩვენებას სატელევიზიო ეთერით.


ყველაზე უფრო საინტერესოა ამ ტელეარხის შექმნის მიზანი. რა ამოძრავებს რუსეთს, როცა საქართველოს მასშტაბით სრულ მაუწყებლობას იწყებს და ყველა გადაცემის გახმოვანებას ყოველდღიურად ახდენს.


საქართველოში რატომღაც დღემდე ამ არხის წინააღმდეგ ღია პროტესტი არავის გამოუთქვამს. ალბათ ღირს დაფიქრებად....

.

image

0
209
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0