აქამდე ცნობილი იყო, რომ ცვლაში მუშაობისას, როცა ადამიანს ხან დღისით უწევს სამუშაოზე გასვლა, ხან ღამით, ირღვევა ორგანიზმის შინაგანი ბიოლოგიური რითმები (ცირკადული რითმები), რაც თავის მხრივ იწვევს უძილობას, სიმსუქნეს, დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დეპრესიას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.
მაგრამ აქამდე გაურკვეველი იყო, თუ როგორ მოქმედებს ცვლაში მუშაობა ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ძირითად ფუნქციებზე, როგორიცაა სამუშაო მეხსიერება და ინფორმაციის დამუშავების სისწრაფე.
კვლევებმა, რომლებიც 2005 წელს დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდა აჩვენა, რომ მათთან შედარებით, ვინც ჩვეულებრივი გრაფიკით მუშაობს, ცვლაში მომუშავეებს საგრძნობლად დაბალი აქვთ აზროვნების სიჩქარე, მუშა მეხსიერების მოცულობა, ყურადღების კონცენტრირების უნარი, ვიზუალური ყურადღების ჩათვლით, მოულოდნელ სიტუაციებზე რეაგირების სიჩქარე და ასევე იმპულსური ქცევის კონტროლის უნარი.
ასეთი სამწუხარო გავლენა აქვს დღის და ღამის, ძილის და სიფხიზლის არევას ჩვენს ტვინზე.