სხვა "უსაზღვროდ აღფრთოვანებული და აღელვებული ვიყავი მისით" - შონ პენმა ზელენსკის შესახებ ისაუბრა 2022, 6 მარტი, 0:50
შონ პენმა, 4 მარტს, CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ისაუბრა, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.
ვარსკვლავმა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, თქვა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც უამრავი ადამიანისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა, რუსეთის თავდასხმის შემდეგ დიდი სიმამაცე და ღირსება გამოიჩინა. „მე ვფიქრობ, რომ ბატონმა პუტინმა დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის გაერთიანებაში. ერთობა - ეს ისეთი არაჩვეულებრივი მომენტია, უსაზღვროდ აღფრთოვანებული და აღელვებული ვიყავი უკრაინელი ხალხით და ზელენსკით. ამავდროულად, შეშინებული მისთვის და უკრაინისთვის“. „უკრაინელები იბრძვიან და გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი სიცოცხლისთვის. მე ვიცი, რომ ჩვენ უნდა ჩავდოთ ყველაფერი, რაც გვაქვს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ ზელენსკის მხარდასაჭერად“. მსახიობმა ასევე მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუს ხალხს, რომლებსაც არ სურთ უკრაინაში შეჭრა და თქვა, რომ ისინი საფრთხის ქვეშ არიან თუ ხმას არ აიმაღლებენ. მისი აზრით, დიდი სიახლოვეა უკრაინელებსა და რუს ხალხს შორის. პენმა რეკომენდაცია გაუწია დოკუმენტურ ფილმს „ზამთარი ცეცხლში“, უკრაინის 2014 წლის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ, რომელსაც ნეტფლიქსი ამჟამად უფასოს ხდის YouTube-ზე. პენი აღარ იმყოფება უკრაინაში. მან ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, როგორ მიდიოდა ფეხით პოლონეთის საზღვრისკენ. თუმცა, პოლონეთის საზღვართან მისვლის შემდეგ, გაურკვეველია დაბრუნდა თუ არა ის შეერთებულ შტატებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
112 შეფასება არ არის
|