x
image
პერსეპოლისი
მოსკოვის ზოოპარკის შეთავაზება თბილისის ზოოპარკს

image


ალბათ ყველამ კარგად ვიცით, რომ თბილისის ზოოპარკი ცხოველების სიმრავლით არ გამოირჩეოდა და ყოველი ახალი შენაძენი ყველასთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო. საშინელი სტიქიის შედეგად კი დანაკარგი ყოველმხრივ ძალიან დიდია.

თბილისს არაერთმა ქალაქმა და ქვეყანამ გამოუცხადა სოლიდარობა. ამ ტრაგედიის და ქალაქის სიმბოლოდ კი გმირთა მოედანზე მოსიარულე ჰიპოპოტამი იქცა.

15 ივნისს, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც მოსკოვის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მზადაა, თბილისელ კოლეგებს ცხოველები უსასყიდლოდ გადასცეს. მის კომენტარს კი უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ შეგვიძლია, თბილისის ზოოპარკს უსასყიდლოდ გადავცეთ ცხოველები. საკმარისი რაოდენობის ცხოველი გვყავს. ჯერ-ჯერობით კი არ მინდა მათი დასახელება, რადგან მთავარი ის არის, რა რაოდენობის და სახის ცხოველი დასჭირდება თბილისის ზოოპარკს. ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ქართველ კოლეგებს. სამძიმრის წერილი უკვე გავაგზავნეთ. ჩვენ გვესმის რა მდგომარეობაში იქნებიან ახლა ზოოპარკის თანამშრომლები, რამხელა პრობლემის წინაშე დგანან და მზად ვართ, ყველა სახის დახმარება გავუწიოთ.“

ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შეთავაზებაა, რაც ძალიან დაეხმარება თბილისის ზოოპარკს, თუმცა, ამ განცხადებას ჯერ-ჯერობით არავინ გამოხმაურებია არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

3
782
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
782
  
2015, 20 ივნისი, 1:34
ძაან მაგარი ზოოპარკი აქვთ მოსკოვში
2015, 18 ივნისი, 21:03
რაც სპეც სამსახურებმა და ხელისუფლებამ გაკეთა ამის შემდეგ არცერთი ცხოველის ღირესები არა ვართ.
2015, 18 ივნისი, 2:36
ეეე, რუსები ნახეეე
0 1 3