ასეა თუ ისე, ფაქტია, რეკლამა ადამიანის ემოციებზე მოქმედებს. ის უფრო და უფრო ხშირად ერევა ადამიანის ცხოვრებაში და მას ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე მართავს. რეკლამის საიდუმლო მის სლოგანებშია, რომლებიც ადამიანის ყურადღების მისაპყრობად არის
გამიზნული. იმისთვის, რომ პროდუქტებს გულგრილად არ
ავუაროთ გვერდი, შევამჩნიოთ და
ვიყიდოთ ისინი, ყოველდღე უამრავი პროფესიონალი კოპირაიტერი,
პიარის სპეციალისტი და ფსიქოლოგი მუშაობს და მათ ძალიან კარგად იციან, როგორ გააკეთონ ეს, როგორ გვაიძულონ ფართოდ
გავახილოთ თვალები და მივუგდოთ ყური. ფერთა გამა, ადვილად დასამახსოვრებელი მელოდია, რომელთა ზემოქმედება ადამიანზე
დიდი ხნის წინ არის შესწავლილი, მომხიბვლელი გმირები, ცოტა ეშმაკობაც - რეკლამა ყოველთვის უფრო ხმამაღლა ჟღერს... ეს ყველაფერი რეკლამას ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების უდიდეს
შესაძლებლობას აძლევს.
ფერი ნამდვილი სუპერმენია. ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. წითელი ნიშნავს, რომ თქვენ ვნებიანი ქალბატონი ან სუპერაქტიური მამაკაცი ბრძანდებით. მაგრამ არ შეიძლება, ჩვენ გარშემო წითელი ფერი ბევრი იყოს. ის დაუნდობელი
და ცბიერია. მისი გავლენით ადამიანი აგრესიული ხდება. წითელს უმთავრესად ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ რეკლამებში იყენებენ. თეთრი ამშვიდებს, მაგრამ დროებით. იგი საყოფაცხოვრებო
ტექნიკის რეკლამებშია ყველაზე მეტი. ყვითელს სიძულვილის გამოწვევა ძალუძს, მაგრამ ის "აქტიური" ფერიცაა და მისი გამოყენება
წითელთან ერთად საკონდიტრო ნაწარმების რეკლამაშია შესაძლებელი. ცისფერი (ოღონდ არა მუქი) ადამიანს დეპრესიაში აგდებს.
რეკლამაში მუსიკასაც უდიდესი ადგილი უკავია. „პოპსა“ ადამიანის
ფსიქიკაზე არასასიკეთო გავლენას ახდენს, ანგრევს მას თავისი ხშირი
"დიც-დიცით". არადა, პოპულარული მუსიკის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. ისიც გაიხსენეთ, როგორ ტექსტს ადებენ ასეთ მუსიკას. როგორც წესი, რომანტიკულს. პოპსა უბრალო სიმღერები კი არ არის,
არამედ ისეთი, რომლებიც ხშირად სასიყვარულო თემატიკასთან
დაკავშირებულ კითხვებზე იძლევა პასუხებს. მძიმე როკს სულ ადვილად ძალუძს, ადამიანს თვითმკვლელობისკენ უბიძგოს. განსაკუთრებით გარდატეხის პერიოდში მყოფ ახალგაზრდას. ასეთი
შემთხვევა არცთუ ცოტაა. ჯაზი და ბლუზი: ამ ტიპის მუსიკას ყველა ვერ აღიქვამს და, აქედან გამომდინარე, მისი წილი რეკლამაში მცირეა - რეკლამა ხომ ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. ქანთრი და ალტერნატიული მუსიკა - ესეც გემოვნების საქმეა. ფსიქიკისთვის მათ ჯერ არაფერი დაუშავებიათ. ვერც დაუშავებენ, რადგან "სარეკლამო მუსიკალურობის" ლიდერები როკმუსიკა და პოპულარული მუსიკა არიან. რაც შეეხება კლასიკურ მუსიკას, მისი ცალკე განხილვა ნამდვილად ღირს. ეს მუსიკა არაფერს არ ჰგავს. მან მრავალი მეცნიერი დაარწმუნა, რომ მარტო ადამიანის დამშვიდება კი არა,
ავადმყოფის მორჩენაც ძალუძს. ამბობენ, რომ კლასიკურმა მუსიკამ კიბოთი დაავადებულიც განკურნა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კლასიკური მუსიკა ძნელი მოსასმენია.
რეკლამის სამიზნე უმეტესად ადამიანის ემოციაა. თუ ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მისით მანიპულირებენ, არაფერსაც არ იყიდის, მაგრამ თუ მის ქვეცნობიერზე ვიმოქმედებთ, მაშინ მიზნის მიღწევა ძალიან მარტივია.