x
image
პერსეპოლისი
შონ პენი კიევიდან პოლონეთის საზღვრისკენ ფეხით მიემართება

image

შონ პენი უკრაინა-პოლონეთის საზღვრისკენ მიემართება. ოსკაროსანი მსახიობი მანამდე უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფებოდა, სადაც რუსული ტანკებისა და მანქანების 40-კილომეტრიანი კოლონა მიემართება.


61 წლის პენმა ტვიტერში დაწერა, რომ მან და ორმა კოლეგამ მიატოვეს მანქანა გზის პირას და ფეხით მიდიან პოლონეთის საზღვრამდე. მსახიობმა გააზიარა ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია მანქანების გრძელი რიგი.

image

„ამ ფოტოზე გამოსახულ თითქმის ყველა მანქანას გადაჰყავს მხოლოდ ქალები და ბავშვები, უმეტესობა ბარგის ნიშნების გარეშეა და ავტომობილი მათი ერთადერთი ღირებულების მქონე ნივთია“ - დაწერა მან ტვიტერზე ორშაბათს.


პენი გადაიღეს კიევში გასულ ხუთშაბათს, როდესაც ესწრებოდა ბრიფინგს კონფლიქტის შესახებ. ის ამზადებს დოკუმენტურ ფილმს კრიზისის შესახებ.



„უკვე სასტიკი შეცდომაა დაშვებული და თუ ის არ შეჩერდება, მე მჯერა, რომ ბატონი პუტინი ყველაზე საშინელ შეცდომას დაუშვებს მთელი კაცობრიობის წინაშე. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოებად იქცნენ“ - თქვა პენმა განცხადებაში.


შონ პენი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ეწვია, თავის მხრივ კი პრეზიდენტის ოფისმა შემდეგი განცხადება გაავრცელა:


„რეჟისორი სპეციალურად ჩამოვიდა კიევში, რათა ჩაეწერა ყველა ის მოვლენა, რაც ამჟამად ხდება უკრაინაში და მსოფლიოს უამბოს სიმართლე ჩვენს ქვეყანაში რუსეთის შემოჭრის შესახებ. შონ პენი დღეს უკრაინაში მხარდამჭერთა შორისაა. ჩვენი ქვეყანა მისი მადლიერია. ასეთი გამბედაობისა და პატიოსნების გამოვლენისთვის. შონ პენი ავლენს სიმამაცეს, რომელიც ბევრს აკლდა, განსაკუთრებით ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს. რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი - უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებისთვის ბრძოლას - მით უფრო სწრაფად შევაჩერებთ რუსეთის ამ საზარელ შემოჭრას".



ასევე დაგაინტერესებთ:

რუსეთი დისნეის გარეშე
image
მარველის სუპერგმირები უკრაინის დასახმარებლად
image
ისევ და ისევ სიმფსონების წინასწარმეტყველება
image
0
398
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0