სიახლეები წნევის წამლების მოულოდნელი გავლენა ტვინზე 2022, 4 მარტი, 15:35 არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ეს პრეპარატები ოპიოიდური ანალგეტიკების ნაცვლად გამოიყენონ.
მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა (აშშ), რომელთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Science-ში, დაადგინეს, რომ მედიკამენტები, რომლებიც ინჰიბიტორების კლასს მიეკუთვნება და გამოიყენება ჰიპერტონიის სამკურნალოდ, აქამდე უცნობ ზემოქმედებას ახდენს ტვინზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს პრეპარატები აძლიერებენ ტვინში ბუნებრივად წარმოქმნილი ოპიატების (ენდოგენური ოპიატების) მოქმედებას. ამ ნეირომედიატორებს (მათგან ყველაზე ცნობილია ენდორფინები), სხვა თვისებებთან ერთად, აქვთ ტკივილგამაყუჩებელი უნარი. მკვლევარების აზრით, ეს აღმოჩენა დაგვეხმარება ტკივილის შემსუბუქების ახალი მიდგომის შემუშავებაში - ინჰიბიტორების დახმარებით შესაძლებელი გახდება პირდაპირი ზემოქმედება ნერვული ქსელებზე, რათა მათ უფრო მეტი ენდოგენური ოპიატი გამოიმუშავონ. ეს საშუალებას მოგვცემს უარი ვთქვათ ისეთი ტკივილგამაყუჩებელი წამლების გამოყენებაზე, როგორიცაა მაგალითად ფენტანილი, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებას იწვევენ. 414 შეფასება არ არის
|