x
image
პერსეპოლისი
რუსეთი "დისნეის" გარეშე

image

უოლტ დისნეის კომპანია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში აჩერებს მომავალი ფილმების გამოშვებას.


„უკრაინაში შეჭრისა და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ ვაჩერებთ რუსეთში ფილმების გამოშვებას, მათ შორის Pixar-ის მოახლოებულ „წითლად გადაქცევას“ - თქვა დისნეის კომპანიის წარმომადგენელმა ორშაბათს. „ჩვენ მივიღებთ მომავალ ბიზნეს გადაწყვეტილებებს განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე. ამავდროულად, ლტოლვილთა განვითარებადი კრიზისის მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორებთან, რათა გავუწიოთ სასწრაფო და სხვა ჰუმანიტარული დახმარება ლტოლვილებს.”


დისნეი იყო პირველი ამერიკული კინოსტუდია, რომელმაც უკრაინაში 24 თებერვლის შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაიკავა პოზიცია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სტუდიის აკრძალვა.


ორშაბათს, Paramount-მა, Universal-მა, Sony-მ და ჰოლივუდის ყველა მსხვილმა სტუდიამ უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეხვედრები გამართეს და განიხილეს თუ როგორ მოეგვარებინათ ესკალაციის კრიზისი და გაზრდილი საზოგადოებრივი ზეწოლა რომ საჭიროა რუსეთის იზოლაცია არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ კულტურულადაც.



აღსანიშნავია, რომ ფილმმა „ადამიანი ობობა: სახლისკენ გზა არ არის“, რომელიც კომპანია სონიმ შარშან გამოუშვა, მხოლოდ რუსეთში 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შესაბამისად, ფინანსურად მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არც ისე მარტივია.

ასევე დაგაინტერესებთ: მარველის სუპერგმირები უკრაინის დასახმარებლად

image
ისევ და ისევ სიმფსონების წინასწარმეტყველება
image
0
29
შეფასება არ არის
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0