x
image
პერსეპოლისი
რეალური პერსონაჟები ოსკარის ისტორიაში.

image


ნელ–ნელა გვიახლოვდება ოსკარის 86–ე დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც 2 მარტს გაიმართება და სხვადასხვა გამოცემების საშუალებით აქტიურად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ ვინ შეიძლება გახდეს კინო–კრიტიკოსების
წლევანდელი რჩეული და ვინ მოიპოვებს მსოფლიო აღიარებას.


აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთ–ერთმა ამერიკულმა საიტმა
კვლევის სახით, გამოაქვეყნა საინტერესო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ოსკარს, წარდგენილი 3 პრეტედენტიდან იღებდა ის, ვინც რეალური პიროვნება განასახიერა ფილმში და აუცილებელი ფაქტორი არ იყო ცნობილი ადამიანის განსახიერება.მაგალითად, კრისტოფერ პლამერმა 2011 წელს აიღო ოსკარი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანმა მსახიობმა ფილმისთვის, სადაც ის განასახიერებდა რეალურ
პერსონაჟს, მიკ მილს – გეი მამას. ასევე, სანდრა ბალოკმა, 2009 წელს განასახიერა, ფართო აუდიტორიისათვის უცნობი პიროვნება ფილმში „ბნელი მხარე“, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არამარტო მაყურებელზე, არამედ კინო–კრიტიკოსებზეც და მას ამ როლმა ოსკარი მოუტანა. ასეთი მსახიობების რიცხვი მრავალია და ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისას, რომ რეალური პერსონაჟის განსახიერება პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა ნომინაციებთან. მეტი თვალსაჩინოებისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ მოყვანილი სურათი, სადაც ასახულია კვლევის შედეგები.


0
30
13-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0