x
image
პერსეპოლისი
სერიალ "ტიტების დროს" პრეისტორია.
image


10 მარტიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ახალი თურქული
სერიალი „სიყვარული, ცა და მიწა“ დაიწყო. სერიალი წარმოადგენს ამჟამად „რუსთავი 2“–ზე მიმდინარე თურქული სერიალის „ტიტების დროს“ პრეისტორიას იგივე მსახიობებით.კერძოდ, ვინც უკვე ნახა ან ჯერ კიდევ უყურებს სერიალ „ტიტების დროს“, კარგად მთავარი გმირის – ტოპრაკის ისტორია, მისი ტრაგიკული წარსული, რომელიც თავად ამ გმირის მონაყოლიდან გაგვიგია.
„ტიტების დრო“ დიდი პოპულარულობით სარგებლობს როგორც
თურქეთში, ისე საქართველოში, სადაც თურქეთის მაღალი ფენის საზოგადოება არის წარმოჩენილი თავიანთი პრობლემებით. რაც შეეხება ახალ სერიალს, ასახავს ორი დის–ჰავასა და ტოპრაკის ისტორიას. ერთმანეთისგან განსხვავებული, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ჰავა ენერგიული გოგონაა, დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს და ყოველთვის პოულობს გამოსავალს რთული სიტუაციებიდან. მეორე და– ტოპრაკი კი გულმოკლული ადამიანია, მწუხარე. მან დაკარგა ბავშვი და ახლა მისთვის ცხოვრება უაზრო გახდა. მის მწუხარებას საზღვარი არ აქვს. ამიტომაც იგი სულ მოწყენილია.
სერიალში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ორივე და გაიცნობს საყვარელ და კეთილ კაცს იუსუფს. ის მარტოხელაა, რადგანაც მეუღლე გარდაეცვალა. იუსუფს დარჩა პატარა ბავშვი. შეიკვრება სასიყვარულო სამკუთხედი და სამივე გმირის ბედი ერთმანეთს გადაეხლართება მოტყუებით, ინტრიგებითა და სიყვარულით...

აღნიშნული ისტორია სერიალ „ტიტების დროდან“ უკვე
ცნობილია, მაგრამ ახლა ტელეკომპანია „იმედმა“ თურქული სერიალის მოყვარულებს შანსი მისცა გაგონილი თავადაც ნახონ დაწვრილებით თავისი ინტრიგებით.


სერიალის მთავარი გმირები.
image

image





0
571
19-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0