x
image
ალექსანდრე ლექსო
აღმოაჩინეს სიბერეში ცუდი ძილის მიზეზი

ამერიკელმა მეცნიერებმა მუხუცების ძილის პრობლემების მიზეზი აღმოაჩინეს
image

65 წელს გადაცილებული ადამიანების ცუდი ძილის მიზეზი დაადგინეს სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მათი ნაშრომის შედეგები გამოაქვეყნა ჟურნალმა Science-მ.

სპეციალისტებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ძილი უფრო მოუსვენარი ხდება, მოხუცებს უჭირთ დაძინება, მაგრამ ამ მოვლენის მექანიზმები შესწავლილი არ ყოფილა. მკვლევარებმა ამ მოვლენის შესწავლის მიზნით თაგვების ორი ჯგუფი შეარჩია: ახალგაზრდები (სამიდან ხუთ თვემდე) და უფროსები (18-დან 22-თვემდე). მოხდა მათ ორექსინებზე-(ნეიროპეპტიდები თავის ტვინში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გაღვიძებაზე) დაკვირვება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უფროსი ჯგუფის თაგვებმა ახალგაზრდებთან შედარებით ორექსინების დაახლოებით 38 პროცენტი დაკარგეს.


ამრიგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ძილის პრობლემები ზრდასრულ ასაკში გამოწვეულია კალიუმის არხების გაუმართაობით, რომლებიც ბიოლოგიური „გადამრთველებია“ სიფხიზლესა და ძილს შორის. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცუდ ძილს შეუძლია გამოიწვიოს მრავალი დაავადება - ჰიპერტონია, გულის შეტევები, დიაბეტი, დეპრესია, ალცჰეიმერის დაავადება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა ხელს შეუწყობს უძილობის უფრო ეფექტური თერაპიისა და სამკურნალო საშუალებების შემუშავებას.

0
357
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0