სხვა ვანგას 6 შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის 2022, 26 თებერვალი, 13:42 ბევრი ადამიანისგან გვსმენია ფრაზა „2022 წელი უკეთესი იქნება“? როგორც ჩანს, პანდემიის ორი წლის შემდეგ ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ ახალი 2022 წელი ბევრად უკეთესი იქნება. გამოცემამ LADBible -მ შეაგროვა ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას 6 წინასწარმეტყველება მომავალ წელს, სადაც ოპტიმიზმი არა ჩანს. 1. სტიქიური უბედურებები - ვანგა ხშირად საუბრობდა კლიმატის ცვლილებაზე და 2022 წლისთვის ეს უფრო აქტუალური იქნება, ვიდრე ოდესმე. მისი აზრით, წელს აზიის რამდენიმე ქვეყანა და ავსტრალია დაზარალდება ძლიერი წყალდიდობისგან. იმ მრავალი ბუნებრივი კატასტროფის გათვალისწინებით, რაც მსოფლიომ განიცადა ბოლო წლებში, ეს საკმაოდ რეალური ჩანს. 2. ახალი მომაკვდინებელი ვირუსი - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსის პანდემია წელს შემსუბუქდება, გამოდის, რომ კიდევ უფრო მომაკვდინებელ საფრთხესთან მოგვიწევს გამკლავებება. ყოველ შემთხვევაში, ვანგა ამბობს, რომ ეს მოხდება 2022 წლისთვის. მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება იყო, რომ მკვლევართა ჯგუფი ციმბირში აღმოაჩენდა მომაკვდინებელ ვირუსს, რომელიც აქამდე გაყინული იყო. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ციმბირის მუდმივ ყინულზე 30 000 წლის მანძილზე ყოფნის შემდეგ უძველესი ვირუსი გააცოცხლეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, სავსებით შესაძლებელია, რომ ვანგას წინასწარმეტყველება ახდეს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება. 3. სასმელი წყლის კრიზისი - როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიუახლოვდება, წყლის დეფიციტი სულ უფრო აქტუალური საკითხი გახდება. ფაქტიურად, ორ მილიარდ ადამიანს, ანუ მოსახლეობის მეოთხედს უკვე არ აქვს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე. ამრიგად, თითქმის შეიძლება ითქვას, რომ ვანგას წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ 2022 წელს მსოფლიოს მრავალ ქალაქს სასმელი წყლის დეფიციტი ექნება, უკვე ახდა. 4. კალიების შემოსევა- ცნობილი ექსტრასენსის წინასწარმეტყველებით კალიების გროვა თავს დაესხმება ნათესებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, რაც ინდოეთში შიმშილს გამოიწვევს. ამ მოსავლის მჭამელი მწერების დიდი და აგრესიული გროვა გაჩნდა ინდოეთისა და პაკისტანის დიდ ნაწილებში 2020 წელს, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ ცდილობდა კოვიდთან გამკლავებას. გაძლიერდება თუ არა ეს 2022 წელს, ჯერჯერობით უცნობია. 5. ვირტუალური რეალობა - ნათელმხილველმა ასევე თქვა, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება მიწებებული ეკრანებზე და ეს უკვე ხდება! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური რეალობა (VR) ნამდვილად განვითარდა ბოლო წლებში, ვანგას სჯერა, რომ 2022 წელი იქნება ის, როცა ის ნამდვილად დაიწყებს მოქმედებას. როგორც ჩანს, ეს ბევრ ადამიანში გამოიწვევს ფანტაზიის რეალობასთან აღრევას, რასაც საშიში შედეგები მოჰყვება. 6. უცხოპლანეტელთა თავდასხმა - ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ სიაში, გამოვლენ თუ არა 2022 წელს უცხოპლანეტელების ჩვენთან კონტაქტზე? მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სჯერა, რომ ეს უკვე მოხდა, ჩვენ ჯერ არ გვქონია ამ ტიპის სცენართან შეხება. 4674 1-ს მოსწონს |
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤