x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ისრაელში ცოლმა ქმარს ინტიმურ კავშირზე უარის თქმის გამო სასამართლოში უჩივლა
image

აშკელონის რაბინის სასამართლომ დაადგინა, რომ რელიგიური საქორწინო კონტრაქტით (ktube), მამაკაცს ევაალება გადაუხადოს ყოფილ მეუღლეს 126 000 შეკელი (დაახლოებით 40 000 აშშ დოლარი) ქორწილის შემდეგ მასთან სექსზე უარის თქმის გამო.


ქალმა მოითხოვა ფულადი ანაზღაურება ინტიმური ურთიერთობაზე უარის თქმის გამო, მას შემდეგ, რაც 1 წლის და 2 თვის წინანდელი ქორწინება გაუქმდა. რაბინი მოსამართლეები, ყურადღებით განიხილავდნენ საქმის არსს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცს არ ჰქონდა უფლება თავი აერიდებინა ცოლ-ქმრულ მოვალეობისათის და ამიტომ უნდა აუნაზღაუროს ყოფილი მეუღლესკომპანსაცია მიყენებული ტანჯვისთვის.


გაირკვა, რომ წყვილი 2018 წელს დაქორწინდა, იმ დროისთვის უკვე საერთო ქალიშვილი ჰყავდათ, ხოლო ქორწილის დროს ახალგაზრდა ცოლი მეორე შვილზე იყო ორსულად. - ქალი ამტკიცებდა, რომ ქორწილიდანვე ქმარმა, მისი სურვილის მიუხედავად, უარი თქვა სექსზე და ამიტომ სწორედ ის იყო დამნაშავე განქორწინებაში.



მისი თქმით, ის სხვა ქალებთან დაძვრებოდა და ხშირად სახლის გარეთ ატარებდა ღამეებს მეგობრებთან ერთად, ფინანსურად მხარს არ უჭერდა ოჯახს, არ უვლიდა შვილებს და უარს ამბობდა ოჯახის კონსლუტანთთან მისვლაზე, თქვა დაზარალებულის ადვოკატმა.


თავის მხრივ, ქმარმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები მრუშობაში, მაგრამ აღიარა, რომ ნამდვილად არ გრძნობდა ოდნავ მიზიდულობასაც კი ცოლის მიმართ და სწორედ ქორწილიდან მოყოლებული გაურბოდა ცოლქმრული მოვალეობის შესრულებას.


კითხვაზე, თუ რატომ დაქორწინდა ის ქალი, რომელიც ფიზიკურად არ იყო მისთვის მიმზიდველი, მამაკაცმა თქვა, რომ ეს გააკეთა მამის ზეწოლის ქვეშ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მის მომავალ შვილიშვილებს მამა სჭირდებოდათ.

0
422
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0