სხვა მეთევზე, რომელიც ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს, კაცობრიობას კოვიდ 19 -სა და მესამე მსოფლიო ომზე აფრთხილებდა 2022, 22 თებერვალი, 15:07 მეთევზე, რომელიც ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელებმა 50 წლის წინ გაიტაცეს, ამბობს, რომ აფრთხილებდა მოსახლეობას კოვიდ-19 პანდემიის შესახებ, რომელსაც ის "ჭირს" უწოდებს, იუწყება kratko-news.com. 68 წლის კალვინ პარკერი ამბობს, რომ მან ეს ხილვები"დღემდე შეინახა და ახლა შიშობს, რომ ისინი ახდება. მას სჯერა, რომ უცხოპლანეტელები დაეშვნენ, მისისიპის შტატში მდინარე პასკაგულეს ნაპირებთან, როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო. იმდროინდელი 19 წლის კალვინი ამტკიცებდა, რომ ის და მისი მეგობარსი დაიჭირეს უცნაურმა არსებებმა, რომლებსაც ჰქონდათ კლანჭები, ასევე, სტაფილოს მსგავსი ცხვირი და ყურები. პარკერი ამბობს, რომ მას აჩვენეს საშინელი მოვლენები კაცობრიობის მომავლიდან 1973 წელს ახლო კონტაქტის დროს. მან თქვა: „მოდის ახალი ჭირი. რა თქმა უნდა, უხსოვარი დროიდან ყოველთვის იყო რაღაც პანდემია, მაგრამ როგორც ვნახე, ეს უფრო უარესდება. ეს კაცობრიობამ გამოიწვია, რაც ძალიან ცუდია, რადგან ღმერთი გაკვეთილს გვაძლევს, სანამ დაბრუნდება. კაცობრიობამ დაკარგა რწმენა და არ სურს სხვების დახმარება“. პარკერი ასევე ამბობს, რომ მისი ხედვა მესამე მსოფლიო ომის შესახებ იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე. ბრიტანელი უცხოპლანეტელების მკვლევარი ფილიპ მანტლიმ, რომელმაც გამოაქვეყნა კალვინის " პასკაგულა, ახლო შეხვედრა“, თქვა: „კალვინისთვის ძალიან რთულია მისი შეხვედრის ამ ასპექტის განხილვა, წოდებს მას წყევლას“. კალვინმა, რომელიც კიბოს ებრძოდა, ისაუბრა ეგრეთ წოდებულ ხილვაზე, რომელიც თითქმის 50 წლის წინ განიცადა. იმ ფაქტზე, რომ ის იმყოფებოდა უცხოპლანეტელების ბორტზე, მან თქვა: „როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, მე კინაღამ მოვკვდი ამ ხომალდზე. ეს იყო მაშინ, როცა სისხლი გამომიწურეს და მერე შეცვალეს რაღაცით, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი რა არის. შემდეგ მაჩვენეს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოვლენები“. მან დაამატა: ”მე ვფიქრობ, ეს არის წყევლა. მას შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მქონდა, მაგრამ თანდათან დავძლიე უმეტესობა. ახლა ამაზე არ ვისაუბრებდი, ზოგიერთი ხილვა რომ არ ასრულებულიყოა. მე ნამდვილად არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ მე ექსტრასენსი ვარ, რადგან ეს ასე არაა. ” „შესაძლოა წყევლა ჩადეს ჩემში, ან ეს შეიძლება იყოს ჩვენი პლანეტის ან კაცობრიობის გადარჩენის საშუალება. მაგრამ ეს მაშინებს“. „ჩემი დრო აქ დედამიწაზე თითქმის დასრულდა. არ ვისურვებდი აქედან წასვლას, თუ მეცოდინებოდა, რომ შემიძლია ვინმეს როგორმე დავეხმარო. 660 შეფასება არ არის
|