x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სახიფათო გრაგნილები - რისთვის გაანადგურეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

image


დიდმა ალექსანდრიის ბიბლიოთეკამ დაახლოებით ათასი წელი იარსება. თავისი ისტორიის მანძილზე, იქ 700 ათასზე მეტი პაპირუსის გრაგნილი დაგროვდა. ზოგიერთი მათგანი უძველესი ცივილიზაციების უძველეს საიდუმლოს ინახავდა. ბოლო რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ბიბლიოთეკა რამდენიმეჯერ გაიძარცვა, გატაცებული და განადგურებული იქნა უამრავი ხელნაწერი. დიდი საცავის არსებობას საბოლოო წერტილი არაბებმა (და არა მარტო მათ) დაუსვეს 646 წელს.


image


ითვლება, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დააარსა ადამიანმა სახელად დემეტრიუს ფალერელმა. წიგნთსაცავი შესდგებოდა ათობით ოთახებისა და დარბაზებისაგან, იქ განთავსებული იყო აგრეთვე ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი. მკვლევარები დღემდე დაობენ მისი დაარსების ზუსტ თარიღზე. უმეტესობა იხრება იქით, რომ ბიბლიოთეკა შეიქმნა ძვ.წ. მე-4 საუკუნის 50-იან წლებში, პტოლემეუსების სამეფოს მეფის, პტოლემეუს II დროს. ასეა თუ ისე, ბიბლიოთეკა ჰყვაოდა ჩვენი ერის დასაწყისამდე. ხელნაწერების მცველები სარგებლობდნენ დიდი პრივილეგიებით, მთავარი ბიბლიოთეკარი კი ყოველთვის მეფის მემკვიდრის აღმზრდელად ინიშნებოდა.

ძველი სამყაროსთვის ამ სიბრძნის საცავის მნიშვნელობა რთულია გადააფასო. ბნელი დრო დაუდგა საცავს რომის დამპყრობლური ლაშქრობების დროს. დანამდვილებით არის ცნობილი ის, რომ ერთ-ერთმა ბიბლიოთეკარმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ძვ.წ. 47 წელს, იულიუს კეისრის მიერ ბიბლიოთეკის პირველ ძარცვას. იულიუს კეისრის დროს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უეჭველად უკვე საიდუმლო წიგნების საცავად ითვლებოდა და განუზომელი ძალაუფლება გააჩნდა. მის ფონდებში არანაკლებ 700 ათასი ხელნაწერი ინახებოდა. სახელდობრ რომელი? და რატომ აშინებდათ ზოგიერთი მათგანი?


image

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის არქიტექტურული ანსამბლი

სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება გარკვეული აზრი ჩამოვაყალიბოთ. ბიბლიოთეკაში ინახებოდა ბეროსის თხზულებების სრული კრებული. ამ ბაბილონელმა ქურუმმა და ისტორიკოსმა დატოვა მონათხრობი იდუმალ აპკალუსებთან, თევზის მსგავს არსებებთან შეხვედრის შესახებ, რომლებსაც წარმოუდგენელი ძალაუფლება გააჩნდათ. აპკალუსებს იგი ასე აღწერს: იდუმალი არსებები მოვიდნენ ზეციდან, ისინი ცხოვრობდნენ სკაფანდრებში და გადასცემდნენ ხალხს მეცნიერულ ცოდნას.

ბეროსი იყო ალექსანდრე დიდის თანამედროვე და იცხოვრა პტოლემეუს I-ის ეპოქამდე. ბაბილონში ის ბელ-მარდუქის ქურუმი იყო, ამასთან იგი ასტროლოგი და ასტრონომი გახლდათ. ბეროსმა გამოიგონა მზის ნახევრადწრიული ციფერბლატი და შექმნა თეორია მზის და მთვარის სხივების შესახებ. ლეგენდების მიხედვით, განთქმული წინასწარმეტყველი სიბილა, მისი ქალიშვილი იყო.

ბეროსის "სამყაროს ისტორია", სადაც ის თავის პირველ კონტაქტს აღწერს უცხოპლანეტელებთან, დაკარგულია. მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. სრულად ის ალექსანდრიაში ინახებოდა, და მასში მოცემული იყო გაკვეთილები, რომელიც ქურუმმა უცხოპლანეტელებისგან მოისმინა.


image


გარდა ამისა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა მანეფენის თხზულებების სრული კრებული. ეგვიპტელმა ქურუმმა და ისტორიკოსმა, პტოლემეუს I-ის და პტოლემეუს II-ის თანამედროვემ, ეგვიპტის ყველა საიდუმლო იცოდა. მისი სახელი შეიძლება ასე გაიშიფროს-"თოტის ფავორიტი" ან "ის, ვინც თოტის ჭეშმარიტება იცოდა" (თოტი-სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება). ამ ადამიანს კავშირი ჰქონდა ეგვიპტის უკანასკნელ ქურუმეთან. მან ალექსანდრიაში შეკრიბა 40 გულმოდგინედ გადარჩეული გრაგნილი, რომელშიც აღწერილი იყო ეგვიპტის ყველა საიდუმლო, სავარაუდოდ მათ შორის იყო "თოტის წიგნი"-ც.



image


ალექსანდრიის ბიბლიოთეკა შეიცავდა აგრეთვე ფინიკიელი ისტორიკოსის, მოკუსის ნაშრომებსაც. მოკუსს ატომური თეორიის შექმნას მიაწერენ.

როგორც ჩანს, სწორედ აღნიშნული ქურუმების და მეცნიერების ნაშრომები წარმოადგენდა განსაკუთრებულ საშიშროებას. ამ მანუსკრიპტებიდან არაფერი დარჩა, მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოდ, რომ ბიბლიოთეკის ძარცვამდე იქ ინახებოდა 532 ათასი გრაგნილი და ყოველ მათგანი შეიცავდა გამქრალი ცივილიზაციების დიდი საიდუმლოებებს. ცნობილია, რომ იქ იყო მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მაცნიერებების კათედრები, არსებობდა საერთო კატალოგიც, ასევე განადგურებული.

ყველა ამ განადგურებას კეისარს მიაწერენ. მან წიგნების ნაწილი წაიღო, ზოგი გაანადგურა, ზოგი დაიტოვა. დღემდე არ არის ცნობილი, რა მოხდა მაშინ, მაგრამ ასეა თუ ისე, ისტორიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კეისარს მთლიანად არ გაუნადგურებია. იგი თავის წერილებში ამ თემას არ ეხება. როგორც ჩანს, მან უბრალოდ "ამოიღო" ცალკეული წიგნები, რომელიც მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო.


image

იულიუს კეისარი

ჩვენი ერის III საუკუნეში იმპერატორმა დიოკლეტიანემ, გააგრძელა ბიბლიოთეკის დარბევა. მას მიზნად ჰქონდა დასახული ყველა შრომის განადგურება, რომელიც ალქიმიას ეხებოდა. მისი აზრით, უბრალო ლითონისგან ოქროს მიღების ტექნოლოგიების ცოდნას არ უნდა ეარსება. იმპერატორი თვლიდა, თუ ეგვიპტელებს შეეძლოთ ნებისმიერი რაოდენობის ოქროს დამზადება, მაშინ ისინი იოლად შესძლებდნენ არმიის შეიარაღებას და მისი არმიის განადგურებას. მმართველმა განახორციელა თავისი იდეა. ყველა მანუსკრიპტი, რომელიც ალქიმიის საიდუმლოებებს ეხებოდა, სამუდამოდ დაკარგულია.


image

იმპერატორი დიოკლეტიანე

თუმცა ბიბლიოთეკა განაგრძობდა არსებობას. დროდადრო იძარცვებოდა, სანამ არაბებმა საბოლოოდ არ გაანადგურეს. იმ დროისთვის არაბებს თვით ისლამურ იმპერიაში უკვე განადგურებული ჰქონდათ საიდუმლო ნაშრომები მაგიაზე, ალქიმიაზე და ასტროლოგიაზე. არაბები მოქმედებდნენ თავიანთი დოგმის მიხედვით: "არ არის საჭირო სხვა წიგნები, წიგნის გარდა", ანუ ყურანის გარდა. ასე რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა განადგურებული იქნა, არა საიდუმლო წიგნების გამო. ჩვენი ერის 646 წლის ეს აქცია მიმართული იყო საერთოდ წიგნების წინააღმდეგ. უძველესი მუსულმანი ისტორიკოსი აბდ ალ-ლატიფი წერს: "ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დამწვარი იქნა იბნ ალ-ასის მიერ, ომარ გამარჯვებულის ბრძანებით".


image

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ნანგრევები. ჩვენი დრო





იხილეთ სხვა სტატიები:





თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?)

image


ნიკოლა ტესლა - როცა სამყარომ თავისი გენია დაივიწყა

image


რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


მზის გვერდით ისევ გამოჩნდა ეზეკიელის ბორბალი - მოფრინდება დედამიწაზე? (+ვიდეო)

image


ანტარქტიდა: უცხოპლანეტელთა ბაზები თუ პრეადამიტების რასის კრიოკამერები? (+ვიდეო)

image


ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image


ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

image


ანტარქტიდის გამოცანა: შუქი სავარაუდო ლუკიდან გამოდიოდა? და გვირაბის თავზე მდებარე გაყინული ტბების დნობა(ვიდეო)


image


ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image


ცნობილი ხელოვნების ნიმუშების უცნობი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი

image


არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image






0
448
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
448