x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"აი ეგ ადამიანები მიყვარხართ, ჯაან დონეები რომ ხართ, რომ არ გაინტერეშებთ შხვიში პირადი"-მარი ჯაფარიძე

imageჟურნალისტი მარი ჯაფარიძე მასალის გამოქვეყნების დროს პირად გამოცდილებაზე საუბრობს, ( ალბათ ჟურნალისტების უმრავლესობის სახელითაც, რომლებიც ანალოგიურ პრობლემას მუდმივად აწყდებიან), რომ საზოგადოებას ნეგატიურ-სენსაციურ, სოფლის ორღობის დონის ჭორებს უფრო ეტანება და თან ცხვირაბზუებულები გაიძახიან რომ ვითომ"არ აინტერეშებთ შხვიში პირადი".


"ერთ მაგალითს მოვყვები, მილიონიდან ჩემი ტკივილია,
დავწერეთ სტატია, სათაურით - „მრავალშვილიანმა დედამ ქუჩიდან აყვანილი ბავშვები იშვილა და აღზარდა“...
ინტერვიუ იყო ერთ საოცარ ქალბატონთან...
ნუ, დავდეთ, გავაზიარეთ, სულ რაღაც 100-მა ადამიანმა წაიკითხა ან უბრალოდ, ლინკი გახსნა და არც წაიკითხა.
ზუსტად იგივე ტექსტს, შევუცვალე სათაური - „ბავშვი, რომელიც ვიშვილე, 8 მამაკაცმა გააუპატიურა“...
რაღა თქმა უნდა, რესპონდენტი ამის შესახებ ინტერვიუში ამბობდა და მე არ მომიგონია;
ჰოოდა, რომ შეესია საზოგადოება, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა წაიკითხა და აზიარებდნენ თან და კომენტარებში ბევრი წერდა - რაში გვაინტერესებსო :))))))))
ჰოდა, მოკლედ, აი ეგ ადამიანები მიყვარხართ, ჯაან დონეები რომ ხართ, რომ არ გაინტერეშებთ შხვიში პირადი და „მრავალშვილიანმა დედამ ქუჩიდან აყვანილი ბავშვები იშვილა და აღზარდა“... რომ არ ჭაიკთხეთ და „გაუპატიურება“ რომ გადაღეჭეთ და თან არ გაინტერეშებთ,
აი, ასე რასაც გვიკვეთთ, იმას გაწვდით"-წერს მარი ჯაფარიძე.
0
350
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0