x
image
თუთიკო ბერძენა
თაკო ჩარკვიანი "ქართულ ოცნებას": "100 000 გაუპატიურებული ვაჟკაცი თუ თქვენ გეგულებათ, მაშინ..."

image



" თუ დღეს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას პარლამენტი არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ეს იქნება „ქართული ოცნების მხრიდან“ თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი იქნება, მიხეილ სააკაშვილი სარეაბილიტაციოდ გავისტუმროთ, თავი არ მოიჭრას ქვეყანამ და ციხეში არ მოკვდეს, თორემ დაგვერქმევა პრეზიდენტების მკვლელთა ქვეყანა“, -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის სხდომაზე.


დეპუტატმა „ქართულ ოცნების" მიერ უკვე მრავალჯერ ნათქვამი ფრაზა გააკრიტიკა, რაც შეურაცხმყოფელია ქართული მენტალიტეტის მქონე მამაკაცებისთვის, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ და ასეთ სტიგმატიცზებას უკეთებს მოქმედი ხელისუფლება.


„მოდით ასე მაინც ვახსენოთ - „ყოფილი ხელისუფლების დროს დანაშაულებები“, რადგან 100 000 გაუპატიურებული ვაჟკაცი უხერხულია ჩვენი ქვეყნისთვის. სირცხვილია ამ ტერმინოლოგიით საუბარი. მე არ მეგულება 100 000 ქართველი ვაჟკაცი გაუპატიურებული და თქვენ თუ გეგულებათ, საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე ჩვენ ყველას გვგონია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


1
1221
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1221
  
2022, 15 თებერვალი, 18:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1