x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შავი ქლიავის კიდევ ერთი სარგებელი ქალებში მენოპაუზის შემდეგ

image

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შავი ქლიავი იცავს ძვლებს და მინერალური სიმკვრივის გამყარებას უწყობს ხელს, იტყობინება ჟურნალი Advances in Nutrition-ი.
ექსპერტების აზრით, ქლიავი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის პოსტმენოპაუზის პერიოდში, ვინაიდან ამ პერიოდში ძვლების მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება და მოტეხილობების რისკი იზრდება.
ექსპერტებმა გაანალიზეს 16 კვლევა და დაასკვნეს, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად 100 გრამი ქლიავის ჭამა ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს წინამხრისა და ხერხემლის ქვედა ნაწილში და ანელებს ძვლოვანი ქსოვილის გაუარესებას. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შავი ქლიავი შეიცავს მინერალებს, K ვიტამინს, ფენოლურ ნაერთებს და დიეტურ ბოჭკოებს.
უფრო ადრე ამერიკელმა მეცნიერებმდაადგინეს, რომ შავი ქლიავის ჩირი-იდეალური პროდუქტი კიბოს პროფილაქტიკისთვის.ამისთვის საჭიროა აუცილებელია შავი ქლიავის ჩირი რეგულარულად ჩავრთოთ რაციონში.
შავი ქლიავი სავსეა ვიტამინებით: В1, В2, РР, С, А, ასევე ისეთი მინერალებით როგორიცაა: ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი და რკინა.

ვიტამინ PP-ს რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აძლიერებს არტერიებს, არის ეფექტური საშუალება ჭარბი ქოლესტერინის დროს. ქლიავი გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დასაძლევად. ასევე გამოიყენება ათეროსკლეროზის, თირკმლის დაავადებების, რევმატიზმის დროს, ზრდის მადას და კარგი შარდმდენია.
0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0