x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტატუ სამოსის ნაცვლად: გოგონები, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ მიიპყრონ ყურადღება

image


თანამედროვე სამყაროში ტატუ უკვე აღარავის უკვირს. ამ კულტურამ ჩვენს ცხოვრებაში ფესვები მყარად გაიდგა და გაქრობასაც არ აპირებს. ფაქტია, რომ სწორად შერჩეულ ტატუს შეუძლია გოგონას კიდევ უფრო მეტი ქალურობა, სინაზე და მიმზიდველობა მიანიჭოს, თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გადაწყვიტეს მთელი სხეული ტატუთი მოეხატათ. თუ რა გამოვიდა ამ საკმაოდ თამამი და სარისკო ექსპერიმენტისგან თავად ნახეთ, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 იანვარიდან ევროკავშირის ქვეყნებში ტატუს გაკეთებისას ფერადი მელნის გამოყენების აკრძალვა ამოქმედდა. ევროპის ქიმიკატების სააგენტო (ECHA) ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იტყობინებოდა, რომ დაახლოებით 4000 ქიმიკატი, რომლებიც საღებავის შემადგენლობაში შედიოდა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყო: მათ შეეძლოთ კიბოს გარდა, ასევე გენეტიკური მუტაციების გამოწვევაც.


image


აკრძალულ პიგმენტებში "Blue 15" და "Green 7"-ი აღმოჩნდა. ფერადი მელნის მომწოდებლები ტატუს ოსტატებს დაჰპირდნენ რომ 2021 წლის ბოლოსთვის მათთვის უსაფრთხო მელნის მიწოდებას შეძლებდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. ტატუს ინდუსტრია უკმაყოფილოა და ალტერნატივას ელის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ოსტატის აზრით, ტატუზე მოთხოვნა დაეცემა და სალონები უბრალოდ გაკოტრდებიან. "საბოლოოდ, ეს თითქმის პროფესიის აკრძალვის ტოლფასია", - აცხადებს კიოლნელი ტატუს ოსტატი მარიო კრამერი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მთელი რიგი აკრძალვების გამო მათ საქმიანობაზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. დღესდღეობით, ევროპაში მხოლოდ შავ - თეთრი ტატუს გაკეთებაა ნებადართული.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
511
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
511