x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დედაჩემი ნირიახა ქალია, საზიზღარი დასანახია... შიში ჩამომიყალიბდა, რომ გავიზრდები მეც ეგეთი საზიზღრობა არ გავხდე"
image

ფეისბუქ ჯგუფშიდედამთილები•რძლები•ოჯახური პრობლემები• – ვრცელდება 17 წლის გოგონას ანონიმური წერილი:


“გამარჯობა, აქ ყველა დედამთილზე წერს, მაგრამ მე დედაზე მინდა დავწერო, არ ვიცი რა რჩევას ველი, უბრალოდ ვინმესთან მაინც ვიტყვი იმას, რასაც ვერასდროს ვამბობ.

მოკლედ, დედაჩემი მაგარი ბოდიშით და ნირიახა ქალია, მე 17ის ვარ, თვითონ 36-ის, ეს ახალგაზრდა ქალი ასეთად რა ჯანდაბამ აქცია, მაგრამ პრინციპში აქცია კი არა, სულ ეგეთი იყო, კოვიდი გვაქვს და 8 დღეა სახლში ვართ, ხალხნო ერთხელ არ უბანავია, ფრჩხილების მოწესრიგება მაგას არ აინტერესებს, არც ჩაცმა, თმაზე კერატინი მარტო იმიტო გაიკეთა, დავისვენე თმა აღარ მაქ დასავარცხნიო, არადა ერთადერთი თმას ივარცხნიდა მგონი.



არაფერი გვიჭირს იმის ფასი რო წესიერი ტანსაცმელი იყიდოს და თავს მოუაროს, არც სახეს იბანს და არც კბილებს გამოიხეხავს, თავისი დაქალები არადა კოხტა, კოპწია გოგოები არიან, სულ იმაზე ფიქრობენ როგორ ლამაზად ჩაიცვან და როგორ მოუარონ თავის თავს, ამას კიდე მარტო ჩაძღომა ადარდებს, 150 სანტიმეტრი და 100 კილო იქნება, საზიზღარი დასანახია, მარტო ჭამა აინტერესებს, ვერ დაჯდები მაგასთან ერთად სუფრაზე, ჯერ ხო ყველაფერს ნთქავს და მერე კიდე საზიზღრად აწკლაპუნებს ტუჩებს, სახლის დალაგება ხო ვაბშე სხვა პლანეტაა, მე აბიტურიენტი ვარ და უამრავი სამეცადინო მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვცდილობ ყველაფერი რიგზე იყოს, მაგრამ იმ დღეებში, როცა ვერ ვახერხებ რამის გაკეთებას, მძ*ნეროს და ძროხას მეძახის, ხო წარმოგიდგენიათ?


პატარა და მყავს და მაგას აბრალებს არ მაცდისო, არადა როცა ვმეცადინეობ და მგონია თვითონ უვლის ბავშვს, გავალ ოთახში და ხელში ხან დანას ატრიალებს ბავშვი და ხან მაზის კოლოფი აქვს თავმოხდილი და ჭამს, თვითონ დედაჩემი კიდე ტელეფონს ჩაშტერებია და ფეისბუკზეა, თან ამ დროს შეიძლება სახლი აძიაძებული იყოს, ისევ მაგის გამო, საჭმელს რო შეჭამს მერე უნდა წამოგორდეს და ეს ნაჭამი ჭურჭელი მაგიდაზე მე დამიტოვოს, ძირს ნაგავი რო ეყაროს ფეხს გადააბიჯებს და დაწვება, აი სულ ჭამაზე ფიქრობს, მამაჩემი ეუბნება მაგდენს რომ ჭამ ან დიაბეტი არ გაგიჩნდეს, ან სიმსუქნემ გულზე არ შეგაწუხოსო და დედაჩემი პასუხობს ჩემთვის საჭმელი გენანებაო.



ამასწინ შიშველ ფეხზე მეცვა ჩუსტები, მეტლახზე ვიდექი და მომეცი ჩუსტები მეზარება ჩემების მოძებნაო და ამ ცივ მეტლახზე ფეხშიშველი მატარა ორი საათი. მე და მამაჩემი საერთოდ სხვა ტიპები ვართ, მამაჩემი 6 წლითაა მასზე დიდი და აი რავიციი პეწიანიო მაგაზე იტყვიან, ერთხელ არ გავა უსუფთაოდ სახლიდან, იპრანჭება კაცი სახის სკრაბებს და დამატენიანებლებს ხმარობს.


საერთოდ არ მაინტერესებს მე როგორ გამლანძღავთ, უკვე გაუსაძლისია ამ ქალთან ცხოვრება, ქალის რომ არაფერი სცხია, ელემენტარულად არ უვლის თავს, არც კი ბანაობს და საზიზღარ სიტყვებს იძახის, ანუ მართლა ამაზრზენს (“ეს თუ მოგითმინო შენ დამა*ვი მე თავზე”, ”მძ*ნერი ხარ”, ”ნეხ*ო”) აი ნუ გულისამრევია ყველანაირად, ვხვდები რომ შიში ჩამომიყალიბდა რომ გავიზრდები მეც ეგეთი საზიზღრობა არ გავხდე.”


0
114
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0