x
image
ალექსანდრე ლექსო
მხოლოდ სამი წამი დღეში საკმარისია, რომ უფრო ძლიერი გახდეთ

image
ქალაქ ნიიგატის (იაპონია) უნივერსიტეტის მკლევარების აზრით უფრო ძლიერები გავხდებით, თუკი ვარჯიშს დღეში სამ წამს დავუთმობთ. მოკლე, მაგრამ რეგულარული ვარჯიშები საკმარისია ჩვენი კუნთების მასის გასაზრდელად. ამის შსახებ მოგვითხრობს სტატია ჟურნალ Scandinavian Journal of Medicine and Science in Sports-ში.


მეცნიერებმა ექსპერიმენტი 49 ჯანმრთელი სტუდენტის მონაწილეობით ჩაატარეს. მონაწილეთა უმეტესობა მჯდომარე ცხოვრებას ეწეოდა. მათ 4 ჯგუფი შექმნეს, სამი მოვარჯიშეთა, თვითოეული 13 მონაწილით, ერთი კი ათკაციანი საკონტროლო.


მოვარჯიშეთა ჯგუფის წევრები 20 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 3 წამის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით ასრულებდა ბიცეპსის სამი ძალოვანი ვარჯიშიდან ერთ-ერთს, ე. წ. "ბიცეპსის დახვევას". ბიცეპსი არის მკლავის მოხრა -გაშლის კუნთი. "ბიცეპსი დახვევის" შესრულების დროს მოვარჯიშე, რომელსაც ხელში განტელი უჭირავს, ხელის მოხრით განტელს მკერდზე იკრავს და ხელის გაშლით დაბლა უშვებს.


image


ერთი ჯგუფი ასრულებდა იზომეტრიულ ვარჯიშებს ( როცა კუნთი სტატიკურად იძაბება, მაგრამ მკლავს არც გაშლიდა და არც მოხრიდა), მათ ჰანტელი გამართულ ხელში ეჭირათ, იატაკის პარალელურად. მეორე ჯგუფი კონცენტრირებულ ვარჯიშს - როცა ხელს მოხრიდნენ და მესამე ჯგუფი კი ექსცენტრირებულ ვარჯიშს, როცა ხელს გაშლიდნენ.


მეოთხე ჯგუფის წევრები საერთოდ არ ვარჯიშობდნენ.


ექსპერიმენტის დაწყებამდეც და დამთავრების შემდეგაც ყველა მონაწილეს გაუზომეს კუნთის შეკუმშვის მაქსიმალური ძალა.


აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ჯუფის წევრების გარდა, სხვას ყველას გაეზარდა კუნთის ძალა. მაგრამ ყველაზე უკეთესი შედეგი აჩვენა ჯგუფმა, რომელიც ექცენტრირებულ ვარჯიშს ატარებდა-- სულ რაღაც სართო ჯამში 60 წამის ვარჯიშის განმავლობაში კუნთის ძალა გაეზარდათ 11, 5%-ით

«ადამიანები ფიქრობენ, რომ შედეგის მისაღწევად ბევრი და ხანგრძლივი ვარჯიშებია საჭირო. მაგრამ როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა მოკლე, მაგრამ რეგულარული და ხარისხიანი დატვირთვებიც კარგ შედეგებს გვაძლევს», — აღნიშნავს ამ კვლევის ავტორი პროფესორი კენ ნოსაკა.



0
209
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0