ერთი ჯგუფი ასრულებდა იზომეტრიულ ვარჯიშებს ( როცა კუნთი სტატიკურად იძაბება, მაგრამ მკლავს არც გაშლიდა და არც მოხრიდა), მათ ჰანტელი გამართულ ხელში ეჭირათ, იატაკის პარალელურად. მეორე ჯგუფი კონცენტრირებულ ვარჯიშს - როცა ხელს მოხრიდნენ და მესამე ჯგუფი კი ექსცენტრირებულ ვარჯიშს, როცა ხელს გაშლიდნენ.
მეოთხე ჯგუფის წევრები საერთოდ არ ვარჯიშობდნენ.
ექსპერიმენტის დაწყებამდეც და დამთავრების შემდეგაც ყველა მონაწილეს გაუზომეს კუნთის შეკუმშვის მაქსიმალური ძალა.
აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ჯუფის წევრების გარდა, სხვას ყველას გაეზარდა კუნთის ძალა. მაგრამ ყველაზე უკეთესი შედეგი აჩვენა ჯგუფმა, რომელიც ექცენტრირებულ ვარჯიშს ატარებდა-- სულ რაღაც სართო ჯამში 60 წამის ვარჯიშის განმავლობაში კუნთის ძალა გაეზარდათ 11, 5%-ით «ადამიანები ფიქრობენ, რომ შედეგის მისაღწევად ბევრი და ხანგრძლივი ვარჯიშებია საჭირო. მაგრამ როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა მოკლე, მაგრამ რეგულარული და ხარისხიანი დატვირთვებიც კარგ შედეგებს გვაძლევს», — აღნიშნავს ამ კვლევის ავტორი პროფესორი კენ ნოსაკა.