x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139090
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც

image


ადამიანის ორგანიზმი ბუნების საოცარი ქმნილებაა. მას შეუძლია წარმოუდგენელი სიურპრიზები შემოგვთავაზოს, რომელთა გამოსწორება კი არა, ზოგჯერ ახსნაც კი უჭირთ ექიმებს. ამის მაგალითია, ავსტრიელი ადამ რაინერის ისტორია. ადამ რაინერმა თავისი ცხოვრების მანძილზე მოასწრო ჯუჯადაც ყოფნა და გოლიათადაც, რითიც საგონებელში ჩააგდო თავისი დროის ექიმები.

ადამ რაინერი დაიბადა 1899 წელს, ავსტრიის ქალაქ გრაცეში. მამა, დედა და ძმა ნორმალური სიმაღლის იყვნენ, გარდა ადამისა. 5 წლიდან მან განვითარებაში ჩამორჩენა დაიწყო. საბოლოოდ, როცა დრო მოვიდა სამშობლოს დასაცავად წასულიყო (პირველ მსოფლიო ომში), რაინერის სიმაღლე ამ დროისთვის სულ რაღაც 122, 5 სმ.

image


იყო, ამასთან მისი ფეხის ზომა 43 შეადგენდა, რაც საწყალ ბიჭს განსაკუთრებულად კომიკურს ხდიდა. რა თქმა უნდა ავსტრო-უნგრეთს ასეთი დამცველები არ სჭირდებოდა და ჯუჯა სახლში გაუშვეს, თან ურჩიეს ბევრი ქაში ეჭამა და ექიმსაც ჩვენებოდა.


image

ადამს არც თუ ძალიან იზიდავდა სანგრები, ამიტომ სამხედრო გაწვევის კომისიის რეზოლუცია მან მშვიდად მიიღო. მან ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება თავის მშობლებთან და ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, მაგრამ ბედთან შეგუებულ ჯუჯას უცნაური სიურპრიზი ელოდა. 26 წლისამ მოულოდნელად სიმაღლეში ზრდა დაიწყო, და დაიწყო ეს ადამიანისთვის არანორმალური სისწრაფით. 30 წლის ადამი 2, 18 ნიშნულს გასცდა.


image


მამაკაცით მეცნიერები დაინტერესდნენ-მეცნიერება ბევრს იცნობდა ისეთ ისტორიებს, როცა ადამიანი უცბად იწყებდა სიმაღლეში ზრდას, მაგრამ ჯუჯა რომ გიგანტად გადაქცეულიყო, არასოდეს. ადამ რაინერი კლინიკებისა და სამედიცინო უნივერსიტეტების ხშირი სტუმარი გახდა, სადაც ქვეყნის საუკეთესო მედიკოსები ცდილობდნენ მოულოდნელი მეტამორფოზების მიზეზების ახსნას. თვითონ რაინერი თავისი პრობლემების გადაწყვეტის წინააღმდეგი არ იყო, რამდენადაც ზომებში უსწრაფეს გადიდებას ბევრი ნეგატიური შედეგი მოჰქონდა მისთვის. მას გამუდმებით სტკიოდა ხელები, ფეხები, ზურგი, უარესდებოდა მხედველობა და სმენა, აგრეთვე დაეწყო გულის პრობლემები.



image

ბოლოსდაბოლოს დიაგნოზი დაუსვეს. ერთ-ერთი მორიგი გამოკვლევის შედეგად ექიმებმა ჰიპოფიზის სიმსივნე დაუდგინეს, რომელიც თადათან ვითარდებოდა და სიმაღლეზე ახდენდა გავლენას. ზრდის ჰორმონების ზედმეტი გამოყოფა რომ შეეწყვიტათ, მამაკაცს ქირურგიული ჩარევა შესთავაზეს. ადამს, რომლის სიმაღლემაც იმ მომენტისთვის უკვე 2მ.30 მ. გადააჭარბა, სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ სარისკო ოპერაციაზე დათანხმებულიყო. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ რაინერის პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა: იგი კვლავ განაგრძობდა ზრდას, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპებით.


image


საოცარმა ადამიანმა, რომელმაც მოასწრო თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯად და გიგანტად ყოფნა, მხოლოდ 51 წელი იცოცხლა. სიცოცხლის ბოლოს მისი სიმაღლე 2მ.34სმ. შეადგენდა. თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები რაინერი საწოლს იყო მიჯაჭვული, მან საბოლოოდ დაკარგა სმენა ერთ ყურში, მხედველობა დააკლდა, ხერხემალი გაუმრუდდა და სხეულის წონას ვეღარ უძლებდა.

ადამიანი-გამოცანა ადამ რაინერი გარდაიცვალა 1950 წელს. ახლობლებმა მისი სხეულის კრემაცია მოახდინეს, რათა სიკვდილიდ შემდეგ მაინც ყოფილიყო "მოსვენებული" (მეცნიერებისგან).


image






ეს საინტერესოა:






საბჭოთა ეპოქის ვარსკვლავები ფოტოშოპამდე: სოფია როტარუ, პასპუტინა და სხვ. (+ვიდეო)

image

რატომ "გვადევნებს თვალს" ზოგიერთი პორტრეტი შენობის ნებისმიერ წერტილში

image


ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს

image


ნიკოლა ტესლა - როცა სამყარომ თავისი გენია დაივიწყა

image


რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image


ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image


ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image

18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა

image


ესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები

image


როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image





0
612
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0