x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა
image


ის ყოველთვის უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს სხვის სხეულში ცხოვრობდა და ბავშვობიდან იქცეოდა ისე, როგორც გოგონა, ამის გამო კი თანატოლები დასცინოდნენ. მხოლოდ 17 წლის ასაკში გაირკვა, რომ მას ძალიან იშვიათი სახის ანომალია ჰქონდა.

როცა ბოსტონის (აშშ) მკვიდრი, მაიკი ჩენელი დაიბადა, იგი როგორც ჩვეულებრივი ბიჭი, ისე გამოიყურებოდა, მას ნორმალურად განვითარებული მამაკაცის გენიტალიები ჰქონდა. მაგრამ ის ადრეული ასაკიდანვე გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო და მისი სქესი არ იყო "სწორი". მას ყოველთვის გოგონებისკენ მიუწევდა გული და იქცეოდა, მისივე სიტყვებით "ქალურად", ამისთვის კი ბავშვების დასაცინი ხდებოდა.

imageმაიკი ჩენელი

imageმაიკი ჩენელი ბებიასთან ერთად

13 წლის მაიკმა გადაწყვიტა-ყველაფერი იმის ბრალია, რომ გეი იყო და ამაზე თითქოს ყველა უსიამოვნება უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ როცა სქესობრივი მომწიფება დაეწყო, უფრო უცნაური შეგრძნებები გაუჩნდა და არც თმის ამოსვლა დაეწყო, თეძოებიც გაეზარდა, მოშარდვისას კი დიდი დისკომფორტი ჰქონდა. 17 წლისას, სქესობრივი კავშირის დროს უფრო მეტი უსიამოვნო შეგრძნებები გაუჩნდა.

image

როცა მაიკი ექიმთან მივიდა და გამოკვლევა ჩაიტარა, ნამდვილი შოკი მიიღო: მას სრულფასოვნად განვითარებული ქალის სასქესო ორგანოები აღმოაჩნდა- საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები და ფალოპის მილი. ისინი იმდენად ჩამოყალიბებული იყო, ექიმმა უთხრა, რომ მას უპრობლემოდ შეეძლო დაფეხმძიმება. "მაშინ ვიფიქრე, რომ ეს მახეა, "ფარული კამერა", მაგრამ როცა ეკრანზე გამოსახულება მაჩვენეს, ჩემი საშვილოსნო ვიხილე."-ჰყვება მაიკი ჩენელი, რომელიც თავის თავს უკვე მხოლოდ მდედრობით სქესში მოიხსენიებს. ამასთან, საავადმყოფოში გაირკვა, რომ მაიკის მამაკაცური სასქესო ორგანო მხოლოდ გარეგნულად გამოიყურებოდა ნორმალურად, სინამდვილეში იგი არ გამოიმუშავებდა სპერმას, ანუ მაიკი ვერასოდეს გახდებოდა მამა.

აღმოჩნდა, რომ მაიკის ძალიან იშვიათი დაავადება, ჰერმაფროდიტიზმი ჰქონდა, რომლის დროსაც ერთ ორგანიზმში როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ორგანოები ვითარდება.

image

ექიმის რჩევა იყო, მაიკის ოპერაცია გაეკეთებიმა (საშვილოსნო მოეშორებინა), რადგან ადამიანებს ასეთი სინდრომით, ხშირად ავთვისებიანი სიმსივნე უვითარდებათ. მაგრამ მაიკი დაფიქრდა, მიხვდა, რომ ეს ერთადერთი შანსი იყო საკუთარი შვილი ჰყოლოდა. "მე ყოველთვის მინდოდა მშობელი გავმხდარიყავი და გადავწყვიტე, ან ახლა, ან არასოდეს. ოპერაციაზე უარი ვთქვი". მან გაიარა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა, რომლის დროსაც საშვილოსნოში თავისივე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია მოხდა. იმის გამო რომ მაიკის არ ჰქონდა საშო, ოპერაცია ჩატარდა მუცელზე გაკეთებული ჭრილიდან. ვინ გახდა ბავშვის მამა, არ სახელდება.


image

ექიმების თქმით, წარმატების შანსი სულ 20 %-ია. ახლა მაიკი ფეხმძიმობის მე-4 თვეშია და ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. "მე შოკირებული ვიყავი, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვობაში ჩემი მშობლები ძალიან ცოტა დროს ატარებდნენ ჩემთან, ამიტომ მინდა, რომ ყოველთვის ჩემი შვილის გვერდით ვიყო." მაიკი მხოლოდ ახლა გრძნობს თავს ნამდვილ ქალად. მომავალში დაგეგმილი აქვს უფრო მეტად შეიცვალოს, ანუ შესაძლოა მამაკაცის სასქესო ორგანოები მოიკვეთოს. "არასოდეს ვგრძნობდი თავს ბიჭად. 5 წლისა დეიდის ჩანთით ვთამაშობდი და დედის პომადას ვისმევდი." მაიკი ჩენელს, ასევე უნდა, უკეთესად შეისწავლოს თავისი იშვიათი ანომალია და თავის მსგავს ადამიანებს გააცნოს, რათა საზოგადოების სტიგმატიზაციისგან გაანთავისუფლოს.


image
image





იხილეთ ასევე:


ცენტრი, სადაც მამაკაცებს ფეხმძიმობის და მშობიარობის ყველა სირთულეების გამოცდას სთავაზობენ

image


საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა

image


პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება

image


უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში

image


1920-იანი წლების ცნობილი ქალბატონების მეთოდები, რომლებსაც იდეალური გარეგნობის მისაღწევად იყენებდნენ

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image


შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ

image










0
1706
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1706